რელიგიური პირის ვიზა

FAQ

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

R კატეგორიის ვიზა განკუთვნილია პირებისთვის, რომლებსაც შეერთებულ შტატებში რელიგიური კუთხით სამუშაოდ, დროებით სურთ ჩ`ასვლა, როგორც განმარტებულია იმიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის (INA) §101(a)(15)(R)-ში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

რელიგიური პირები მოიცავს აღიარებული ორგანიზაციის მიერ ავტორიზებულ ადამიანებს, რათა მათ ჩაატარონ რელიგიური ღვთისმსახურება და იკისრონ სხვა მოვალეობები, რომელთაც, ჩვეულებრივ, მოცემული რელიგიის სასულიერო პირების ავტორიზებული წევრები ახორციელებენ, ასევე, რელიგიური პროფესიის ან საქმიანობის პირები. თუ რელიგიური პირის ვიზის მიღება გსურთ, შემდეგ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეთ:

  • უნდა იყოთ რელიგიური კონფესიის წევრი, რომელიც აშშ-ში აღიარებულია კეთილსინდისიერ არაკომერციულ რელიგიურ ორგანიზაციად.
  • თქვენი რელიგიური კონფესია და, არსებობის შემთხვევაში, მისი ფილიალი, არ უნდა იბეგრებოდეს ან დაბეგვრისგან გათავისუფლებულის სტატუსი უნდა ჰქონდეს.
  • თქვენ უნდა იყოთ:
    (ა) თქვენი კონფესიის წევრი, უშუალოდ რელიგიური პირის ვიზაზე განაცხადის შეტანამდე ორი წლის მანძილზე.
    (ბ) გეგმავდეთ მუშაობას თქვენი კონფესიის მღვდლის რანგში, ან კეთილსინდისიერი, არაკომერციული რელიგიური ორგანიზაციის (ან ამგვარი ორგანიზაციის დაბეგვრისგან გათავისუფლებული ფილიალის) რელიგიურ თანამდებობაზე ან პროფესიით.
    (გ) უშუალოდ განაცხადამდე ერთი წლის განმავლობაში, ცხოვრობდეთ და ფიზიკურად იმყოფებოდეთ აშშ-ის გარეთ, თუ მანამდე ხუთი წელი გაქვთ გატარებული ამ კატეგორიით.
    არ არის აუცილებელი, საზღვარგარეთ გქონდეთ საცხოვრებელი, რომლის მიტოვებაც არ გსურთ. თუმცა, თქვენი კანონიერი სტატუსის დასრულების შემდეგ, აშშ-დან გამგზავრებას უნდა აპირებდეთ, საპირისპიროს კონკრეტული მინიშნებების ან დასაბუთების გარეშე.

პეტიციები

თქვენმა მომავალმა დამსაქმებელმა უნდა წარადგინოს ფორმა I-129, არაიმიგრანტი მომუშავის პეტიცია, აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურში (USCIS). ფორმა I-129-ის წარდგენის თაობაზე უფრო დეტალური ინფორმაციისა და მოთხოვნებისთვის, გთხოვთ, მიმართოთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) R-1 დროებითი არაიმიგრანტი რელიგიური პირების ვებგვერდს.

შენიშვნა: მომავალმა დამსაქმებლებმა პეტიცია, რაც შეიძლება ადრე უნდა წარადგინონ (მაგრამ არა სავარაუდო მუშაობის დაწყებამდე 6 თვეზე ადრე), იმისათვის, რომ საჭირო დრო უზრუნველყონ პეტიციისა და, შემდეგ, ვიზის განხილვისთვის.

საელჩოში ვიზაზე განაცხადის შეტანა შეგიძლიათ პეტიციის, ფორმა I-129-ის, დამტკიცების შემდეგ. როდესაც თქვენი პეტიცია დამტკიცდება, თქვენი დამსაქმებელი ან აგენტი მიიღებს შეტყობინებას საქმის აღძვრის შესახებ, ფორმა I-797-ს, რაც პეტიციის დამტკიცების ცნობად ითვლება. საკონსულოს ოფიცერი, გასაუბრების დროს, შეამოწმებს, დამტკიცებულია თუ არა თქვენი პეტიცია, სახელმწიფო დეპარტამენტის პეტიციების საინფორმაციო მართვის სამსახურის (PIMS) საშუალებით.

თქვენი I-129 პეტიციის ქვითრის ნომერი თან უნდა იქონიოთ საელჩოში გასაუბრებაზე, პეტიციის დამტკიცების გადამოწმების მიზნით. ყურადღება მიაქციეთ, რომ პეტიციის დამტკიცება არ იძლევა ვიზის გაცემის გარანტიას, თუ აღმოჩნდა, რომ აშშ-ის საიმიგრაციო კანონის თანახმად, არ გაქვთ ვიზის მიღების უფლება.

განაცხადისთვის საჭირო დოკუმენტები

თუ რელიგიური პირის ვიზაზე შეგაქვთ განაცხადი, შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოთ:

  • არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა. DS-160-ის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ DS-160-ის ვებგვერდს.
  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს.
  • ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი (1) ფოტოსურათი 2"x2" (5სმ×5სმ). ფოტოსურათის საჭირო ფორმატის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ვებგვერდზე.
  • ქვითარი, რომელიც ადასტურებს თქვენს მიერ არასაიმიგრაციო ვიზის განაცხადის არაანაზღაურებადი მოსაკრებლის, 190 აშშ დოლარის, გადახდას ადგილობრივ ვალუტაში. აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის თაობაზე მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ვებგვერდზე. ვიზის გაცემის შემთხვევაში, შესაძლებელია დაგჭირდეთ ვიზის გაცემის დამატებითი, ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა, თქვენი მოქალაქეობის მიხედვით. სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტი დაგეხმარებათ გაარკვიოთ, მოგიწევთ თუ არა ვიზის გაცემის ნაცვალგების მოსაკრებლის გადახდა და დაადგინოთ მოსაკრებლის ოდენობა.
  • თქვენს დამტკიცებულ I-129 პეტიციაზე აღნიშნული ქვითრის ნომერი. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფორმა I-797 გასაუბრებისთვის საჭირო აღარ არის.

აღნიშნული დოკუმენტების გარდა, უნდა წარადგინოთ გასაუბრების დანიშვნის წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ ამ მომსახურების. საშუალებით დანიშნეთ გასაუბრების დღე. აგრეთვე, თან უნდა იქონიოთ ყველა დამხმარე დოკუმენტი, რომელიც, თქვენი აზრით, ადასტურებს საკონსულოს ოფიცრისთვის მიწოდებულ ინფორმაციას.

როგორ შევიტანოთ განაცხადი

საფეხური 1
გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2
შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3
ჩაეწერეთ გასაუბრებაზე ამ . ვებგვერდის საშუალებით. გასაუბრებაზე ჩაწერისთვის დაგჭირდებათ სამი მონაცემი:

      • თქვენი პასპორტის ნომერი
      • თქვენი საქართველოს ბანკის ქვითრის ნომერი (თუ ამ ნომრის მოსაძიებლად დახმარება გჭირდებათ, აქ დააწკაპუნეთ.)
      • შტრიხკოდის ათ(10)-ციფრიანი ნომერი თქვენი DS-160 დასტურის ფურცლიდან

საფეხური 4
მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.

დამხმარე დოკუმენტაცია

დამხმარე დოკუმენტაცია მრავალი ფაქტორიდან ერთ-ერთია, რომელსაც საკონსულოს ოფიცერი გასაუბრების დროს მხედველობაში მიიღებს. საკონსულოს ოფიცრები თითოეულ განაცხადს ინდივიდუალურად განიხილავენ და გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებენ პროფესიულ, სოციალურ, კულტურულ და სხვა ფაქტორებს. საკონსულოს ოფიცრებმა, შეიძლება, ყურადღება მიაქციონ თქვენს ინდივიდუალურ განზრახვებს, ოჯახურ მდგომარეობას და თქვენს ქვეყანაში შორს მიმავალ გეგმებს და პერსპექტივებს. ყოველი საქმე ინდივიდუალურად განიხილება და გადაწყვეტილების მიღება კანონის შესაბამისად ხდება.

გაფრთხილებთ: არ წარმოადგინოთ ყალბი დოკუმენტები. თაღლითობის ან ფაქტების დამახინჯების გამო, ვიზის მიღების უფლება შეიძლება სამუდამოდ ჩამოგერთვათ. თუ საქმე კონფიდენციალურია, დოკუმენტები საელჩოში დალუქული კონვერტით მიიტანეთ. საელჩო აღნიშნულ ინფორმაციას არავისთვის არ გახდის ხელმისაწვდომს და პატივს სცემს მის კონფიდენციალურობას.

გასაუბრებაზე თან უნდა იქონიოთ შემდეგი დოკუმენტები:

  • თქვენი დამსაქმებელი ორგანიზაციის კონკრეტული ერთეულის ავტორიზებული ოფიციალური პირის წერილი, რომელიც ადასტურებს, თუ თქვენს რელიგიურ წევრობას, მთლიანად ან ნაწილობრივ, მხარდაჭერა ჰქონდა შეერთებული შტატების გარეთ, რომ უცხოური და შეერთებული შტატების რელიგიური ორგანიზაციები ერთსა და იმავე რელიგიურ კონფესიას მიეკუთვნებიან და, რომ ამ რელიგიური კონფესიის წევრი ხართ, უშუალოდ, R ვიზაზე განაცხადის შეტანამდე ორი წლის განმავლობაში.
  • თუ მღვდელი ხართ, ის, რომ გაქვთ ნებართვა, ჩაატაროთ ღვთისმსახურება მოცემული კონფესიით. მოვალეობები დეტალურად უნდა იყოს აღწერილი; ან
  • თუ რელიგიური პროფესიის წარმომადგენელი ხართ, ის, რომ თქვენ გაქვთ, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი ან მისი ეკვივალენტი და, რომ აღნიშნული ხარისხი აუცილებელია რელიგიური პროფესიის მიღებისთვის; ან
  • თუ არაპროფესიონალურ საქმიანობას აპირებთ, ის, რომ თქვენ კვალიფიცირებული ხართ, თუკი სამუშაოს ტიპი, რომელიც უნდა შეასრულოთ, ტრადიციულ რელიგიურ საქმიანობასთან არის კავშირში.
  • ანაზღაურების გზები, მათ შორის, ხელფასის ოდენობა და წყარო, კომპენსაციის სხვა ტიპები, მაგალითად, კვების და საცხოვრებელი, აგრეთვე, ნებისმიერი სხვა სარგებელი, რომელსაც შეიძლება ფულადი ღირებულებით განისაზღვროს და განცხადება, იქნება თუ არა ამგვარი ანაზღაურება მომსახურების სანაცვლო.
  • რელიგიური კონფესიის ან ფილიალის კონკრეტული საორგანიზაციო ერთეულის დასახელება და მისამართი, რომელსაც მომსახურებას გაუწევთ.
  • თუ რელიგიური კონფესიის ფილიალ ორგანიზაციაში უნდა იმუშაოთ, ორ ორგანიზაციას შორის კავშირის ბუნების აღწერა.
  • მონაცემები თქვენი რელიგიური ორგანიზაციის სახსრების და ექსპლუატაციის მეთოდების შესახებ.
  • თქვენი ორგანიზაციის რეგისტრაციის საბუთები, სახელმწიფო კანონების შესაბამისად.

დამატებითი ინფორმაცია

რელიგიური პირების ვიზების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტს.