ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზის თაობაზე

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ზოგადად, პირს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირება სურს, საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა მიიღოს აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ დამტკიცებული პეტიცია. პეტიციას აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ოფისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარადგენს სათანადო ცენზის მქონე ნათესავი ან პოტენციური დამქირავებელი. საიმიგრაციო პეტიციების წარდგენის შესახებ სპეციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტზე. დამტკიცებული პეტიციის და განსაზღვრული პრიორიტეტის თარიღის (საჭიროების შემთხვევაში) მქონე პირს უფლება აქვს საიმიგრაციო ვიზაზე ან არასაიმიგრაციო K ვიზაზე შეიტანოს განაცხადი.

პეტიციები

2011 წლის 15 აგვისტოდან, საქართველოში მცხოვრებმა პეტიციონერებმა, სადაც აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურს (USCIS) არ გააჩნია საჯარო წარმომადგენლობა, მათი ფორმა I-130 უნდა გააგზავნონ ფოსტით, აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის ჩიკაგოს სააბონენტო ყუთის მისამართზე. აშშ-ის საელჩოები და საკონსულოები, რომელთაც აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის წარმომადგენლობა არა აქვთ, ფორმა I-130-ის მიღებას და განხილვას მხოლოდ ქვემოთ მოცემული განსაკუთრებული გარემოებების შემთხვევაში შეძლებენ. I-130 ფორმებს, რომელიც 2011 წლის 15 აგვისტომდე, ჯეროვნად იქნა წარდგენილი საელჩოში ან საკონსულოში საზღვარგარეთ, სადაც აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურს წარმომადგენლობა არ გააჩნია, ეს ცვლილება არ შეეხება.

აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ჩიკაგოს სააბონენტო ყუთის მისამართი რეგულარული საფოსტო გზავნილებისთვის:
USCIS
P.O. Box 804625
Chicago, IL 60680-4107

აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ჩიკაგოს სააბონენტო ყუთის მისამართი ექსპრეს და საკურიერო გზავნილებისთვის:
USCIS
Attn: I-130
131 South Dearborn-3rd Floor
Chicago, IL 60603-5517

დამატებითი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გააგზავნოთ ფორმა I-130 აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ჩიკაგოს სააბონენტო ყუთის მისამართზე, ეწვიეთ აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის ვებსაიტს http://www.uscis.gov ან დაუკავშირდით აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურს აშშ-ში, ტელეფონით 1-800-375-5283

USCIS-ის საიმიგრაციო გადასახადი

2016 წლის 23-დეკემბერი თებერვლიდან, ყველა ინდივიდმა, რომელიც აკეთებს განაცხადს საიმიგრაციო ვიზაზე, უნდა გადაიხადოს 220$ USCIS-ის საიმიგრაციო გადასახადი, აშშ-ში გამგზავრებამდე. მხოლოდ მშობლები, რომელთა მიერ აყვანილი ბავშვი ან ბავშვები კვეთენ აშშ-ს საზღვარს, ობოლი ბავშვების ან ჰააგის პროცესს დაქვემდებარებულნი, ერაყელი ან ავღანელი ემიგრანტები, რომელნიც დასაქმებულნი არიან აშშ-ს მთავრობის მიერ, უკან დაბრუნებული მოსახლეობა და K ვიზის მფლობელები თავისუფლდებიან ახალი გადასახადისაგან. ქვემოთ მოცემულ USCIS-ის საიტი შეიცავს დაწვრილებით ინფორმაციას ახალი გადასახადის შესახებ, საკონტაქტო ინფორმაციასთან ერთად. დამატებითი შეკითხვებისთვის: www.USCIS.gov/immigrantfee.

განსაკუთრებული განაცხადი

2011 წლის 15 აგვისტოდან, პეტიციონერებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება განსაკუთრებულად შეფასდეს, შეუძლიათ განაცხადის მიღების თხოვნით მიმართონ საკონსულო განყოფილებას. თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება.

პეტიციონერი, რომელსაც ფორმა I-130-ის წარდგენა სურს, გამონაკლისის განხილვის თხოვნით უნდა დაუკავშირდეს საკონსულო განყოფილებას და დეტალებში გააცნოს გარემოებები. საკონსულო განყოფილება გამონაკლისის დაშვების თხოვნას გადააგზავნის აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS), საელჩოზე მაღალი იურისდიქციის მქონე ადგილობრივ ოფისში. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური (USCIS) განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა შემთხვევა განსაკუთრებულ გარემოებას, რომელიც განაცხადის შეტანის ზოგადი პროცესიდან გამონაკლისის საფუძველს იძლევა. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური, საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს.

გასაუბრება საელჩოში

თუ გეცნობათ გასაუბრების თარიღი, საელჩოში უნდა გამოცხადდეთ თქვენი გასაუბრების დღეს. საკონსულოში უნდა მიხვიდეთ გასაუბრებამდე თხუთმეტი წუთით ადრე. გთხოვთ, გაეცნოთ საკონსულოში შეზღუდვებს უსაფრთხოების მიზნით, სადაც ახსნილია, რა შეგიძლიათ და რა არ შეგიძლიათ თან იქონიოთ გასაუბრებაზე. თან უნდა გქონდეთ წერილი გასაუბრების დანიშვნის შესახებ და თქვენი ვიზის კლასისთვის საჭირო.