დოკუმენტთა მიწოდების მისამართის არჩევა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ვიზაზე გასაუბრებამდე უნდა აირჩიოთ დოკუმენტების მიწოდების ადგილი და დოკუმენტების მიღების მეთოდი. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ დოკუმენტების მიტანა თქვენს სახლში ან ოფისში საქართველოში, ან აირჩიოთ TNT Express-ის ერთ-ერთი ოფისი, სადაც შეგიძლიათ აიღოთ თქვენი დოკუმენტები. TNT Express-ის ოფისის არჩევისას, თქვენ უნდა მიუთითოთ თქვენი საიმიგრაციო საქმის ნომერი, რომელიც მითითებულია აშშ-ს საელჩოს შეტყობინებაში. თუ მიიღება დადებითი გადაწყვეტილება ვიზის გაცემის შესახებ, მაშინ TNT Express-ის ოფისი გადმოგცემთ თქვენს დოკუმენტებს ან მოამზადებს მათ გასაცემად გასაუბრებისას მითითებულ ოფისში. პასპორტის მიტანის სერვისის შესახებ ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ვებ გვერდზე.

თუ თქვენ აირჩევთ პრემიუმ მიტანის სერვისს, TNT დაგიკავშირდებათ, რათა დაადგინოს დოკუმენტების მოტანის დრო და ადგილი. სახლში/ოფისში აუცილებლად უნდა იყოს ვინმე კურიერის მიერ პასპორტის მიტანის დროს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ TNT მხოლოდ რამდენჯერმე შეეცდება თქვენი პასპორტის სახლში მოტანას. თუ ამ დროის განმავლობაში ვერ მოახერხებთ თქვენი პასპორტის მიღებას, იგი გადაეგზავნება საელჩოს/საკონსულოს და ამის შემდეგ საელჩო/საკონსულო დაგიკავშირდებათ იმის თაობაზე, თუ როდის და რა ფორმით შეგეძლებათ თქვენი პასპორტის მიღება.

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ პასპორტს თქვენი წარმომადგენელი იღებს (მათ შორის, ოჯახის წევრებიც), მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალი მოცემულია აქ.

გთხოვთ, გაითვალისწინეთ:

ყველა IV აპლიკანტს, რომელიც ირჩევეს პასპორტის აღების მისამართს, სჭირდება UID ნომერი პასპორტის ასაღებად.

გთხოვთ, ამობეჭდოთ IV მისამართის რეგისტრაციის დასტური და მოიტანოთ იგი საელჩოში, თქვენი გასაუბრების დღეს.

იმისათვის, რომ ამობეჭდოთ  თქვენი IV მისამართის რეგისტრაციის დასტური, შედით თქვენი მომხმარებლის სახელით და პაროლით, დააჭირეთ IV მისამართის რეგისტრაციას, აირჩიეთ ვიზის ტიპი, შეავსეთ თქვენი პასპორტის მონაცემები, აირჩიეთ TNT-ს ოფისი და ამობეჭდეთ IV მისამართის რეგისტრაციის PDF ფაილი.

სხვა ქმედებები

დოკუმენტთა დასაბრუნებლად მიწოდების მისამართის ონლაინ რეჟიმში რეგისტრაციისთვის, დააწკაპუნეთ აქ.
დოკუმენტების მიწოდების მიმდინარე მისამართის შეცვლისთვის, დააწკაპუნეთ აქ.
დოკუმენტების მიწოდების მისამართის ჩვენი ქოლ-ცენტრის საშუალებით რეგისტაციის ან შეცვლისთვის, დააწკაპუნეთ აქ.