DS-160-ის შევსება

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ყველა განმცხადებელს - მათ შორის, ბავშვებს - სავიზო განაცხადის საკუთარი ფორმა DS-160 უნდა ჰქონდეს. ფორმა DS-160 შევსება და გაგზავნა ონლაინ რეჟიმში, საელჩოში გასაუბრებამდე უნდა მოხდეს. გასაუბრების დღის დასანიშნად დაგჭირდებათ ფორმა DS-160-ის მიღების დასტურის ფურცელზე მოცემული შტრიხკოდის ნომერი. ფორმა DS-160-ის წარდგენა უნდა მოხდეს ონლაინ რეჟიმში. საელჩო არ მიიღებს ხელნაწერ ან ნაბეჭდ განაცხადს და არ დაიშვებით გასაუბრებაზე ფორმა DS-160-ის მიღების დასტურის ფურცლის გარეშე.

შენიშვნა: როდესაც თქვენს DS-160-ს ელექტრონულ რეჟიმში აწერთ ხელს, თქვენ ადასტურებთ, რომ მასში მოცემული ყველა ინფორმაცია ნამდვილი და სწორია. ნებისმიერი ფაქტის დამახინჯების გამო, შეიძლება შეუფერებლად მიგიჩნიონ ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებისთვის. გთხოვთ, გადაამოწმოთ თქვენი ყველა პასუხის სისწორე და ყველა კითხვას სრულად გასცეთ პასუხი.

გაითვალისწინეთ: DS-160-ს შევსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-საიტი: https://travel.state.gov/content/travel/en/us-visas/visa-information-resources/forms/ds-160-online-nonimmigrant-visa-application/ds-160-faqs.html. ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხთ DS-160-ს შევსებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

ფორმა DS-160-ის შევსების ინსტრუქციები

შეავსეთ და გააგზავნეთ თქვენი ფორმა DS-160 არასაიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის პროცესის გაცნობის შემდეგ. DS-160 განაცხადი ონლაინ რეჟიმში, საელჩოში გასაუბრების დანიშვნამდე უნდა შეიტანოთ.

    • თქვენს მიერ ფორმა DS-160-ის დასაწყისში შერჩეული გასაუბრების პოსტი უნდა ემთხვეოდეს პოსტს, სადაც გასაუბრებაზე ჩაეწერეთ.
    • ყველა შეკითხვას ინგლისურად, ინგლისური ენის სიმბოლოების გამოყენებით უნდა უპასუხოთ, გარდა პუნქტისა, რომელშიც გთხოვენ თქვენი სრული სახელის მითითებას მშობლიური ანბანით.
    • DS-160 პროცესის ფარგლებში, დაგჭირდებათ ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ფოტოსურათის ატვირთვა. დეტალური ინსტრუქციები ხარისხიანი ფოტოსურათის გადასაღებად და ასატვირთად მოცემულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე აქ.
    • თუ ამ განაცხადზე მუშაობას 20 წუთზე მეტი ხნის განმავლობაში შეწყვეტთ, თქვენი სესია გაუქმდება. თქვენ თავიდან მოგიწევთ დაწყება, თუ არ ჩაგინიშნავთ თქვენი განაცხადის საიდენტიფიკაციო (ID) ნომერი ან თქვენი განაცხადი ფაილის სახით კომპიუტერში არ შეგინახავთ. ჩაიწერეთ განაცხადის საიდენტიფიკაციო ნომერი (ID), რომელიც ეკრანზე, ზედა მარჯვენა კუთხეში გამოჩნდება. თუ განაცხადის გაგზავნამდე ბრაუზერის დახურვა მოგიწიათ, განაცხადის გასაგრძელებლად აღნიშნული ID დაგჭირდებათ.
    • შევსებული DS-160 განაცხადის ფორმა გამოიტანს ალფა-ციფრული შტრიხკოდის შემცველ დასტურის გვერდს. ამობეჭდეთ ეს გვერდი.
    • როგორც კი ამობეჭდავთ შტრიხკოდის დასტურის გვერდს, დააჭირეთ ღილაკს „Back (უკან)” თქვენს ვებ-ბრაუზერზე და გადაიგზავნეთ DS-160-ის ასლი ელექტრონულ ფოსტაზე. გადაგზავნილი ფაილი PDF ფორმატში იქნება, რომლის სანახავად და ამოსაბეჭდად Adobe Acrobat დაგჭირდებათ.
    • ახალი DS-160​ - არასაიმიგრაციო ვიზის სააპლიკაციო ფორმა და მისი შესაბამისი შტრიხკოდი წარმოდგენილი უნდა იქნეს ყოველი აპლიკანტის მიერ. DS-160 და მისი შესაბამისი შტრიხკოდი, რომელიც უკვე წარმოდგენილ იქნა წინა გასაუბრებაზე ან ადრე ჩაბარებულ დოკუმენტებში, არ მიიღება და გამოიწვევს ვიზის აპლიკაციის პროცესის შეფერხებას.​

დამატებითი ინფორმაცია

DS-160-ს შევსებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-საიტი: https://travel.state.gov/content/travel/en/us-visas/visa-information-resources/forms/ds-160-online-nonimmigrant-visa-application/ds-160-faqs.html. ჩვენ არ შეგვიძლია ვუპასუხთ DS-160-ს შევსებასთან დაკავშირებულ შეკითხვებს.

ფორმა DS-160 ონლაინ რეჟიმში

განთავსებულია აქ.