უარი განაცხადზე ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

უარი 221 (გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, რომ განაცხადს  აკლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მოითხოვს დამატებით ადმინისტრაციულ დამუშავებას. საკონსულო ოფიცერი, ვისთანაც გაქვთ სავიზო ინტერვიუ, გასაუბრების ბოლოს გაცნობებთ, თუ თქვენი საქმე უარყოფილია ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად. საკონსულო ოფიცერი ან შეგატყობინებთ, რომ საქმე მოითხოვს დამატებით განხილვას და უნდა გაიაროს ადმინისტრაციული პროცესი, ან მოგთხოვთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

თუ თქვენგან დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, საკონსულო ოფიცერი გეტყვით, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. როდესაც სავიზო განაცხადზე უარი გეთქვათ 221 (გ) პუნქტის შესაბამისად, თქვენ მოგეცემათ წერილი, რომელიც გაცნობებთ უარის მიზეზს ვიზის გაცემაზე და მოიცავს მითითებას მოთხოვნილ დოკუმენტების შესახებ.

თუ საელჩომ თქვენგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, თქვენ უნდა გაგზავნოთ ეს დოკუმენტები TNT Express– ს ოფისის მეშვეობით. ამ ვებ – გვერდზე აღწერილია, თუ როგორ უნდა წარუდგინოთ საელჩოს მოთხოვნილი დოკუმენტები.

სხვა ინფორმაცია

ზოგიერთ სავიზო განაცხადზე უარი შეიძლება ითქვას 221 (გ) ქვეპუნქტით, რადგან საჭიროა შემდგომი ადმინისტრაციული  დამუშავება. საკონსულო ოფიცერი, ვისთანაც გაივლით გასაუბრებას, ინტერვიუს ბოლოს გაცნობებთ, თუ თქვენი საქმე უარყოფილია 221 (გ) პუნქტის შესაბამისად და მოითხოვს აუცილებელი ადმინისტრაციულ დამუშავებას. დამატებითი ადმინისტრაციული განხილვისთვის საჭირო დრო განსხვავებუილია და ინდივიდუალური, რაც დამოკიდებულია სავიზო განაცხადის გარემოებებზე. გარდა გადაუდებელი ვიზიტებისა(მაგ: სერიოზული დაავადება, დაზიანება ან ოჯახის წევრის გარდაცვალება), ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებით კითხვების დასმამდე, განმცხადებელი ვალდებულია დაელოდოს არანაკლებ 180 დღეს გასაუბრების თარიღიდან ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენიდან.

თუ თქვენი განაცხადი ეხება არასაიმიგრაციო საქმეს, რომლიც უარყოფილია საიმიგრაციო და მოქალაქეობის შესახებ კანონის (INA) 221 (g) ქვეპუნქტით, თქვენი არასაიმიგრაციო სავიზო განაცხადის სტატუსი ინტერნეტის მეშვეობით შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ , თქვენი ინტერვიუს ადგილმდებარეობისა და თქვენი DS-160 აპლიკაციის შტრიხკოდის მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საქმე უარყოფითი სტატუსით დარჩება მანამ, სანამ საკონსულო ოფიცერი არ დარწმუნდება, რომ ვიზის მიღების ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებთ.