საიმიგრაციო ვიზის მოლოდინის პერიოდი

ამ გვერდზე:

ზოგადი მიმოხილვა

საიმიგრაციო ვიზის ყოველი საქმე განსხვავებულია, ამიტომ რთულია იმის განსაზღვრა, თუ რა დროს მოითხოვს გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა. საერთოდ, განხილვის საჭირო პერიოდს სამი ფაქტორი განსაზღვრავს:

    პეტიციის განხილვისთვის საჭირო დრო

    დრო, რომელიც აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურს (USCIS) პეტიციის დამტკიცებისთვის სჭირდება, პეტიციის ტიპის და აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის კონკრეტული ოფისის მიხედვით ცვალებადობს. სავარაუდო გათვლები აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის კონკრეტული ოფისებისთვის, შეგიძლიათ იხილოთ აქ.

    განხილვისთვის საჭირო დრო ვიზების ეროვნული ცენტრსა და საკონსულოში

    პეტიციის დამტკიცების შემდეგ, თუ იგი ახლო ნათესავის კატეგორიას მიეკუთვნება ან პრიორიტეტის თარიღი მოქმედებს, დიდწილად თქვენზეა დამოკიდებული რამდენი ხანი დასჭირდება გასაუბრების დანიშვნას. რაც უფრო სწრაფად შეასრულებთ ვიზების ეროვნული ცენტრის (NVC) ინსტრუქციებს და წარადგენთ ყველა საჭირო დოკუმენტს, მით უფრო მოკლე დროში დაგენიშნებათ გასაუბრება. ჩვეულებრივ, გასაუბრებები ინიშნება ყველა დოკუმენტის წარდგენიდან ერთ თვეში. ვიზის აღება, როგორც წესი, შესაძლებელია გასაუბრებიდან რამდენიმე დღეში.

    საქმის გააქტიურებისთვის საჭირო დრო

    იმიგრანტთა გარკვეული კატეგორიებისთვის, კანონი ყოველწლიურად მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ვიზების გაცემის საშუალებას იძლევა. ეს შემთხვევები მკაცრად განიხილება, პეტიციის წარდგენის თარიღის მიხედვით (ეს არის პრიორიტეტის თარიღი). ვიზის გაცემა შეუძლებელია განმცხადებლის პრიორიტეტის თარიღის დადგომამდე (განაცხადი ხდება აქტიური). ამ პროცესს შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. თუმცა შეუძლებელია ზუსტად თქმა, თუ რამდენი ხანი დასჭირდება ამ პროცესს, ყოველთვიურად გამომავალ ვიზათა ბიულეტენში, ჩამოთვლილია პრიორიტეტის თარიღები, რომელთა განხილვაც მიმდინარეობს. ეს კი შეიძლება დარჩენილი დროის მაჩვენებელი იყოს.

შენიშვნა: პეტიციონერის ნატურალიზაციის შემთხვევაში, ყველა F2A პეტიცია (მუდმივი მაცხოვრებლის მეუღლე ან არასრულწლოვანი შვილი) ავტომატურად იქცევა IR1 (ამერიკელის მეუღლე) ან IR2 (ამერიკელის შვილი) პეტიციებად. ვიზის აღნიშნული კატეგორიები არ ექვემდებარება სავიზო კვოტების სისტემას და ამის გამო, ყოველთვის გაიცემა, თუკი განმცხადებელი ვიზის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის USCIS-ს დაუკავშირდით.