უსაფრთხოების ნორმები

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

აშშ-ს საელჩოში არ შეგიშვებენ, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნივთი გაქვთ თან:

  • ელემენტზე მომუშავე ან ელექტრონული მოწყობილობები, მაგალითად, მობილური ტელეფონი, ციფრული დღიური, ციფრული საათი, პეიჯერი, კამერა, აუდიო/ვიდეო კასეტები, კომპაქტური დისკები, MP3, ფლოპი დისკები, ლეპტოპი ან მუსიკის გადასატანი დამკვრელი
  • დიდი მხარზე გადასაკიდი ჩანთები - დაშვებულია მხოლოდ ჩანთები, რომელთა ტარება ხელით შეიძლება
  • ისეთი ჩანთები, როგორიცაა სამოგზაურო ჩანთა, ზურგჩანთა, პორტფელი, ჩემოდანი, ტყავის, ნაჭრის ჩანთა და საქაღალდე - შეგიძლიათ შეიტანოთ მხოლოდ პლასტიკური ჩანთა განაცხადთან დაკავშირებული დოკუმენტებით
  • საკვები პროდუქტები
  • წამლები (გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში)
  • პარფიუმერული და კოსმეტიკური ნაწარმი
  • დალუქული კონვერტები ან პაკეტები
  • სიგარეტები, სიგარები, ასანთის კოლოფები, სანთებელები
  • ბასრი საგნები, მაგალითად, მაკრატელი, ჯიბის დანა ან ფრჩხილების ქლიბი
  • ნებისმიერი სახის იარაღი ან ასაფეთქებელი ნივთიერება

 

ეს სია ამომწურავი არ არის. უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შეხედულებისამებრ, შეიძლება აიკრძალოს სხვა საგნებიც.

საელჩოში არ გექნებათ აკრძალული საგნების შენახვის საშუალება. აღნიშნული საგნების შენახვის საკითხი შესვლამდე უნდა მოაგვაროთ.

უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, საელჩოში არ არის საინფორმაციო ფანჯარა გარედან შემოსული სტუმრებისთვის. დაიშვებიან მხოლოდ ვიზის აპლიკანტები, რომლებიც გასაუბრებაზე არიან ჩაწერილი.