ვიზები ბავშვებისთვის

ამ გვერდზე:

კითხვები და პასუხები

კ: სჭირდებათ თუ არა ბავშვებს ვიზა?
პ: ყველა მოგზაურს, მათ შორის, ბავშვებს, სჭირდება ვიზა აშშ-ში გასამგზავრებლად ან უვიზოდ მოგზაურობის უფლება უნდა მიიღოს სპეციალური პროგრამის, მაგალითად, უვიზო პროგრამის საშუალებით.

კ: ბავშვებიც უფროსების ტოლ სავიზო მოსაკრებელს იხდიან?
პ: დიახ.

კ: სჭირდებათ თუ არა ბავშვებს გასაუბრებაზე ჩაწერა?
პ: გასაუბრება ყველა განმცხადებელს სჭირდება.

კ: ყველა ბავშვი პირადად უნდა გამოცხადდეს გასაუბრებაზე?
პ: დიახ. ყველა ბავშვი, „A” და „G”-ის წარმოებულ ვიზებზე განმცხადებლების გარდა, გასაუბრებაზე პირადად უნდა გამოცხადდეს.

კ: ვინ უნდა გამოცხადდეს ვიზის მსურველ ბავშვებთან ერთად და რა საბუთები უნდა წარადგინონ მათ?
პ: იმ პირებმა, რომელთაც სურთ აშშ-ში არასრულწლოვანთან ერთად გამგზავრება საკონსულო ოფიცრის მიერ სხვა დამატებითი საბუთების გარდა უნდა წარადგინონ შემდეგი:

  • ბავშვის დაბადების მოწმობა
  • ორივე მშობელი უნდა დაესწროს არასრულწლოვანის სავიზო გასაუბრებას
  • იმ შემთხვევაში თუ დაბადების მოწმობაზე აღნიშნული ორივე მშობელი გასაუბრებაზე არ წარდგება, მაშინ მდგომარებიდან გამომდინარე უნდა წარადგინოთ ქვემოთ აღნიშნული საბუთები:
    • მშობლის (მშობლების) ხელმოწერილი და ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა არასრულწლოვანის აშშ-ში გამგზავრების თაობაზე, სადაც აღნიშნულია თანხმლები პირის (პირების) მონაცემები და კავშირის სახე. ნოტარიულად დამოწმებულ საბუთს თან უნდა ახლდეს ნოტარიულად დამოწმებული მშობლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტი (პასპორტი ან პირადობის მოწმობა), რომლის მიხედვითაც ნოტარიუსმა მშობლის (მშობლების) იდენტიფიცირება მოახდინა. ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა აუცილებელია იმ მშობლისგან, რომელიც არასრულწლოვანს არ ახლავს გასაუბრებაზე.
    • მეორე მშობლის გარდაცვალების მოწმობა
    • სასამართლო დადგენილება სრული მეურვეობის თაობაზე იმ მშობლის სასარგებლოდ, რომელიც ბავშვს ახლავს გასაუბრებაზე
  • ზოგადად მშობელი უნდა შეეცადოს არასრულწლოვანს თან ახლდეს სავიზო გასაუბრებაზე იმის და მიუხედავად აპირებს თუ არა მასთან ერთად გამგზავრებას ან სავიზო განაცხადის შემოტანას. საკონსულო ოფიცერმა შესაძლოა მოითხოვოს არასრულწლოვანის ორივე მშობელთან და თანმხლებ პირთან გასაუბრება.
  • დაჩქარებული წესით ან ჯგუფური გასაუბრების დანიშვნის შემთხვევაში აღნიშნული მოთხოვნები მაინც ძალაშია. სავიზო განაცხადის დროულად დამუშავების უზრუნველსაყოფად, გთხოვთ გასაუბრებაზე მომზადებული მოხვიდეთ მოთხოვნილ საბუთებთან ერთად.