შეხვედრაზე ჩაწერა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ზოგადად, უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც სურს ჩავიდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჯერ უნდა მიიღოს არასაიმიგრაციო ვიზა - დროებით საცხოვრებლად ან საიმიგრაციო ვიზა - მუდმივად საცხოვრებლად. მონაწილე ქვეყნების მოქალაქეებს აშშ-ში ვიზის გარეშეც შეუძლიათ ჩასვლა უვიზო პროგრამის ფარგლებში. თუ არ აკმაყოფილებთ უვიზო პროგრამის პირობებს ან მიემგზავრებით სასწავლებლად, სამუშაოდ ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობისთვის, არასაიმიგრაციო ვიზაზე უნდა შეიტანოთ განაცხადი.

აშშ-ის ვიზაზე განმცხადებლებს მოეთხოვებათ პირადად გამოცხადდნენ აშშ-ის საელჩოში გასაუბრებაზე. ამ გასაუბრებისთვის შეხვედრაზე ონლაინ რეჟიმში, ამ ვებსაიტის გამოყენებით ან ქოლ ცენტრის საშუალებით უნდა ჩაეწეროთ.

გთხოვთ სწორად მიუთითოთ თქვენი მოქალაქეობის ქვეყანა და იმ ვიზის კატეგორია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. ამ ინფორმაციის არასწორად მითითება გამოიწვევს თქვენი გასაუბრების გაუქმებას და თქვენ ვერ დანიშნავთ ხელახალ გასაუბრებას მომდევნო ხელმისაწვდომ გასაუბრების დღემდე.

დამხმარე დოკუმენტაცია

არასაიმიგრაციო ვიზისთვის გასაუბრებაზე ჩასაწერად, ხელთ უნდა გქონდეთ შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:

  • ამერიკის შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად საჭირო მოქმედი პასპორტი, რომლის ვადა შეერთებულ შტატებში ყოფნის თქვენს მიერ განზრახულ პერიოდს, სულ მცირე, ექვსი თვით აღემატება (თუ ქვეყანასთან სპეციფიკური შეთანხმებები გამონაკლისს არ უშვებს). თუ თქვენს პასპორტში ერთზე მეტი პირია ჩაწერილი, განაცხადი უნდა შეიტანოს თითოეულმა პირმა, რომელსაც ვიზის მიღება სურს
  • თქვენი სავიზო განაცხადის (MRV) მოსაკრებლის გადახდის ქვითარი
  • თქვენი DS-160 დასტურის ფურცელი
  • თქვენი ელ. ფოსტის მისამართი
  • საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტები ვიზის კლასის მიხედვით (მაგალითად, დამტკიცებული პეტიცია, პეტიციაზე დაფუძნებული ვიზებისთვის; ვიზის კატეგორიების თაობაზე მეტი ინფორმაცია, აგრეთვე, ინფორმაცია თითოეულის შესახებ, შეგიძლიათ იხილოთ აქ).

შეხვედრის გადატანის შეზღუდვები

განმცხადებლებს შეხვედრის დანიშვნა შეზღუდული რაოდენობით შეუძლიათ. ჯეროვნად დაგეგმეთ, ისე, რომ არ მოგიწიოთ სავიზო მოსაკრებლის ხელახლა გადახდა.

სხვა ქმედებები

შეხვედრის დანიშვნა
შეხვედრის გადატანა