საქმრო/საცოლეს ვიზა (K1/K2, K3/K4)

ამ გვერდზე:


მიმოხილვა

K1 არასაიმიგრაციო ვიზა განსაზღვრულია აშშ მოქალაქის სხვა ქვეყნის მოქალაქის საქმრო ან საცოლისათვის. K1 ვიზა სხვა ქვეყნის მოქალაქეს აძლევს უფლებას გაემგზავროს აშშ-ში და დაქორწინდეს აშშ-ს მოქალაქეზე ჩასვლიდან 90 დღის განმავლობაში. მოგვიანებით, მოქალაქე მიმართავს მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად, საიმიგრაციო უსაფრთხოების დემარტამენტს (DHS) და აშშ მოქალაქეობის და იმიგრაციის ცენტრს (USCIS). აღნიშნული ვიზის კატეგორია მოქალაქეს უფლებას აძლევს გაემგზავროს აშშ-ში და იქორწინოს აშშ-ს მოქალაქეზე ჩასვლიდან უმოკლეს ვადაში. ეს მოქალაქეები უნდა აკმაყოფილებდნენ გარკვეულ მოთხოვნებს საიმიგრაციო ვიზაზე. K1 ვიზის კანონიერ შვილებს უფლება აქვთ მიიღონ K2 ტიპის ვიზა.

K3 არასაიმიგრაციო ვიზა განსაზღვრულია აშშ მოქალაქის სხვა ქვეყნის მოქალაქის მეუღლისათვის. ეს ვიზის კატეგორია ამცირებს აშშ-ს მოქალაქის და მისი სხვა ქვეყნის მოქალაქის მეუღლის ფიზიკურად ცალცალკე ყოფნის ვადას და აძლევს საშუალებას, რომ მიიღონ K3 არასაიმიგრაციო ვიზა იმისათვის, რომ გაემზავრონ აშშ-ში და იქ დაელოდონ საიმიგრაციო პეტიიციის დამტკიცებას. K3 ვიზის მფლოელები მიმართავენ მუდმივი რეზიდენტის სტატუსის მისაღებად, საიმიგრაციო უსაფრთხოების დემარტამენტს (DHS) და აშშ მოქალაქეობის და იმიგრაციის ცენტრს (USCIS) პეტიციის დამტკიცებისთანავე. მოქალაქე, რომელიც მიმართავს არასაიმიგრაციო K3 ვიზაზე, მის აშშ მოქალაქე მეუღლეს უკვე უნდა ჰქონდეს მასზე საიმიგრაციო პეტიცია შეტანილი. ეს განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებეს გარკვეულ მოთხოვნებს საიმიგრაციო ვიზაზე. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ს საიმიგარციო კანონის თანახმად, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქის ქორწინებას აშშ-ს ქვეყნის მოქალაქეზე ადგილი ჰქონდა აშშ-ს ქვეყნის გარეთ, ამ მოქალაქემ K3 ვიზაზე უნდა მიმართოს იმ ქვეყანაში სადაც ადგილი ჰქონდა მათ ქორწინებას.

აშშ-ს მოქალაქემ, საცოლის პეტიციაზე განაცხადის ფორმა forma I-129F უნდა შეიტანოს აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის ცენტრში (USCIS) დალასში. დამატებითი ინფორმაცია ხემისაწვდომია აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის (USCIS) ვებ-გვერდზე სათაურით “საცოლის ვიზა”. შენიშვნა: ფორმა I-129F-ზე განაცხადს ვერ შეიტანთ აშშ საელჩოში, საკონსულოში ან USCIS–ის ოფისში საზღვარგარეთ.

აშშ-ს მოქალაქეობის და იმიგრაციის ცენტრის (USCIS) მიერ დაამტკიცებული პეტიცია იგზავნება ეროვნულ სავიზო ცენტრში (NVC)-ში და მოგვიანებით ეროვნული სავიზო ცენტრი (NVC) გადააგზავნის პეტიციას აშშ-ს საელჩოში ან საკონსულოში, სადაც თქვენი საქმრო/საცოლე შეიტანს განაცხადს K1 ვიზაზე. აშშ-ს საელჩო ვერ დაიწყებს საქმის წარმოებას მანამ სანამ საქმეს არ მიიღებს ეროვნული სავიზო ცენტრიდან (NVC).

გასაუბრების დღის დანიშვნა

მას შემდეგ, რაც აშშ-ს საელჩო თბილისში მიიღებს დამტკიცებულ პეტიციას NVC-დან, საიმიგრაციო ვიზების განყოფილება გაუგზავნის განმცხადებელს ინსტრუქციებს გასაუბრებასთან დაკავშირებით ელ-ფოსტის მეშვეობით.

გაითვალისწინეთ: არ დანიშნით გასაუბრება და არ გადაიხადოთ სავიზო მოსაკრებელი ინსტრუქციების მიღებამდე. თუ არ მიიღებთ ინსტრუქციებს NVC–ს შეტყობინებიდან ორი თვის შემდეგ, მოითხოვეთ სტატუსის განახლება ელ-ფოსტის მეშვეობით support-georgia@ustraveldocs.com.

გასაუბრებისათვის მზადება

ინსტრუქციები K ვიზაზე განმცხადებლებისათვის ხელმისაწვდომია თბილისში აშშ საელჩოს ვებ-გვერდზე სათაურით “ინსტრუქციები”. სავიზო მოსაკრებლის გადახდის პარამეტრები და ინსტრუქციები მოცემულია ამ პორტალზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ განმცხადებლებს, რომლებიც არ პასუხობენ მიჰყვებიან მოთხოვნებს, შეეექნებათ შეფერხება პროცესში.

განმცხადებლებს მოეთხოვებათ გასაუბრებამდე გაეცნონ ინფორმაციას კანონიერი უფლებების შესახებ აშშ-ში მყოფ ემიგრანტების ოჯახური ძალადობის მსხვერპლის შესახებ და ფაქტებს ქორწიბენით დამყრებულ ემიგრაციაზე.

DS-160 ფომრის შევსება

ყველა განმცხადებელს K ვიზაზე, ბავშვების ჩათვლით უნდა ჰქონდეს შევსებული ფორმა DS-160. ფორმა DS-160 უნდა შეივსოს ონლაინ რეჟიმში გასაუბრებამდე და გასაუბრებაზე უნდა წარადგინოთ ფორმის შევსების დასტურის გვერდი.

DS-160-ის შევსებასთან დაკავშირებით ინმორმაციას გაეცანით ჩვენს ვებ-გვერდზე. მითითებები DS-160 შევსებასთან დაკავშირებით განთავსებულია ჩვენს პორტალზე. ჩვენ არ შეგვიძლია ვიპასუხოთ რაიმე შეკითვებს ან მოგცეთ მითითებები ამ პროცესთან დაკავშირებით.