განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

წაიკითხეთ ეს გვერდი მთლიანად, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს მიერ მოთხოვნილ დაჩქარებული  წესით გასაუბრების დანიშვნას აქვს საფუძველი. დაჩქარებული მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება ქვემოთ მოცემულ მითითებებს, იქნება უარყოფილი.

თუ გაუთვალისწინებელი მოგზაურობის საჭიროება დგას ქვემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი კრიტერიუმის მიხედვით, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ დაჩქარებული შეხვედრა საელჩოში ხელმისაწვდომობის მიხედვით. მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ თქვენ აკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს, რადგან განმცხადებლებს უფლება აქვთ შექმნან მხოლოდ ერთი დაჩქარებული შეხვედრის მოთხოვნა.

შენიშვნა: მოგზაურობა, რომლის მიზანია ქორწილებზე, გამოსაშვებ ცერემონიებზე დასწრება, ორსული ან ავადმყოფი ნათესავების დახმარება, ინგლისური ენის შესწავლის პროგრამებში, ყოველწლიურ საქმიან/აკადემიურ/პროფესიულ კონფერენციაში მონაწილეობის ან ბოლო წუთების ტურიზმისთვის სარგებლობისთვის არ ექვემდებარება დაჩქარებულ შეხვედრებს. თქვენი მოთხოვნა იქნება უარყოფილი.

ასეთი მოგზაურობისთვის წინასწარ დაგეგმეთ სავიზო შეხვედრა. ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, რომ ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეამოწმოთ ამ ვებ-გვერძე ახალი ღია შეხვედრები, თუ თქვენი მოგზაურობა ნამდვილად გადაუდებელი ხასიათისაა.

და ბოლოს, თუ უკვე დანიშნეთ შეხვედრა დაგეგმილ მოგზაურობამდე, არ მოითხოვოთ დაჩქარებული შეხვედრა თქვენი შეხვედრის წინ გადმოსაწევად. თქვენი მოთხოვნა იქნება უარყოფილი. შეამოწმოთ ეს ვებ-გვერდი ყოველდღიურად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ახლად გახსნილი შეხვედრებისთვის.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

აშშ-ს საელჩოს საკონსულოს განყოფილება განიხილავს არასაიმიგრაციო ვიზის დაჩქარებულ მოთხოვნებს მხოლოდ საგანგებო შემთხვევებში. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ ყველა დაჩქარებული შეხვედრის მოთხოვნას. იმისთვის, რომ განიხილონ გადაუდებელი ან დაჩქარებული შეხვედრის შესაძლებლობა, თქვენ უნდა აკმაყოფილებდეთ ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს.

თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოყვანილი კატეგორიების მოთხოვნებს, არ წარმოადგინოთ დაჩქარებული მოთხოვნა - ის იქნება უარყოფილი.

ასეთ დროს ჩვენ არ ვაჩქარებთ ჯგუფებს ან მოგზაურობას საქმიანი მიზნით. თუ თქვენ ჯგუფის წევრი ხართ, ყოველდღიურად შეამოწმოთ ეს ვებ-გვერდი ახლად გახსნილი შეხვედრებისთვის, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და დარეგისტრირდით ინდივიდუალურად, როდესაც ახალი შეხვედრები გახდება ხელმისაწვდომი.  ჩვენ დაჟინებით ვუჩევთ ყველა ჯგუფს, დაგეგმოს შეხვედრა საჭირო გამგზავრებამდე ბევრად ადრე.

  • თქვენ უნდა უზრუნველყოთ სამედიცინო პერსონალი ან თან ახლდეთ ნათესავს, რომელსაც არ შეუძლია მარტო გამგზავრება სამედიცინო პერსონალის თანხლების გარეშე. აღნიშნული მხოლოდ ვრცელდება თუ თქვენ თავად ხართ ვიზაზე განმცხადებელი, რომელსაც ესაჭიროება სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ან თქვენ მიჰყვებით ვინმეს შეერთებულ შტატებში, როგორც მომვლელი. აღნიშნული არ ეხება იმ პირზე ზრუნვას და მოვლას, ვინც უკვე იმყოფება შეერთებულ შტატებში და სჭირდება გადაუდებელი დახმარება
  • თქვენ უნდა დაესწროთ ოჯახის უახლოესი წევრის (დედა, მამა, ძმა, და, შვილი, ბებია ან შვილიშვილის) დაკრძალვას, რომელიც ახლახან გარდაიცვალა.
  • თქვენ უნდა გამოცხადდეთ აშშ-ს სასამართლოში.
  • თქვენ ხართ სტუდენტი ან გაცვლითი პროგრამის მონაწილე (მხოლოდ F, M, ან J ვიზის მფლობელები), რომელიც (1) აგრძელებს სამაგისტრო პროგრამას, რომელიც იწყება მომდევნო 60 დღეში და (2) ვისაც არ უთხრეს ვიზაზე უარი ბოლო ექვსი თვის მანძილზე. ინგლისური ენის პროგრამები არ ექვემდებარება დაჩქარებას.
  • გაითვალისწინეთ, რომ დაჩქარებული შეხვედრის მოთხოვნა, რომელიც არ აკმაყოფილებს ზემოთ მოცემულ რომელიმე კრიტერიუმს, თუმცა მას აქვს სავიზო ინტერვიუს წინ შეძენილი ავიაბილეთები, ან საფუძველი, რომ განმცხადებელმა ადრე არ დანიშნა ინტერვიუ, მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის შესახებ წინასწარ იყო ცნობილი, იქნება უარყოფილი.

გადაუდებელ გასაუბრებაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა დარწმუნდეთ, რომ სასწრაფო გამგზავრების საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტური მტკიცებულებები გაგაჩნიათ. თუ გასაუბრების დროს აღმოჩნდა, რომ დამახინჯებულად წარმოადგინეთ სასწრაფო გამგზავრების მიზეზები, ამგვარი ფაქტები თქვენს საქმეში დაფიქსირდება და შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს სავიზო განაცხადის შედეგზე. ყველა განმცხადებელმა ვისაც სურს სასწრაფო წესით გასაუბრების დანიშვნა, ჯერ უნდა გადაიხადოს რეგულარული გასაუბრებისათვის საჭირო სავიზო მოსაკრებელი. ის განმცხადებლები, რომლებიც ვერ გამოცხადდნენ სასწრაფო წესით დანიშნულ გასაუბრებაზე, ვეღარ მოითხოვენ მეორედ დაჩქარებული წესით გასაუბრების დანიშვნას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თუ თქვენი მოთხოვნა დაჩქარებული შეხვედრის შესახებ უარყოფილია, თქვენ ვერ შეძლებთ მეორე მოთხოვნის გაკეთებას თქვენი სავიზო განაცხადის მსვლელობისას. თქვენ მოგიწევთ დაესწროთ თავდაპირველად დანიშნულ შეხვედრას ან შეცვალოთ თავდაპირველი შეხვედრის თარიღი, როდესაც ახალი შეხვედრის თარიღი გაიხსნება.

შენიშვნა: ქორწილზე და გამოსაშვებ ცერემონიებზე დასწრების, ორსული ნათესავების დახმარების, ყოველწლიურ საქმიან/აკადემიურ/პროფესიულ კონფერენციაში მონაწილეობის ან ტურისტული მიზნით გამგზავრება არ წარმოადგენს გადაუდებელი გასაუბრების საფუძველს. ამგვარი მოგზაურობისთვის, გთხოვთ, ვიზისთვის წინასწარ ჩაეწეროთ რეგულარულ გასაუბრებაზე.

სამედიცინო აუცილებლობა

გამგზავრების მიზანია გადაუდებელი მკურნალობის მიღება ან გადაუდებელი მკურნალობისთვის მიმავალი ნათესავის ან დამსაქმებლის თანხლება.

ძირითადი დოკუმენტაცია:

  1. წერილი საქართველოში თქვენი ექიმისგან, რომელშიც აღწერილია სამედიცინო მდგომარეობა და ახსნილია, თუ რატომ გსურთ შეერთებულ შტატებში მკურნალობა.
  2. აშშ-დან ექიმის ან საავადმყოფოს წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ მზად არიან მდგომარეობის სამკურნალოდ და წარმოდგენილია მკურნალობის სავარაუდო ღირებულება.
  3. დასაბუთება, თუ როგორ დაფარავთ მკურნალობის ღირებულებას.

დაკრძალვა/გარდაცვალება

გამგზავრების მიზანია შეერთებულ შტატებში უახლოესი ნათესავის (დედა, მამა, ძმა, და, შვილი) დაკრძალვაზე დასწრება ან ცხედრის გადმოსვენება.

ძირითადი დოკუმენტაცია:

  1. წერილი დაკრძალვის ორგანიზატორისგან, რომელშიც აღნიშნულია საკონტაქტო ინფორმაცია, გარდაცვლილის მონაცემები და დაკრძალვის თარიღი.
  2. აგრეთვე, უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი თქვენი უახლოესი ნათესავია.

სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის

საკონსულო განყოფილება ამატებს დაჩქარებული გასაუბრების შეზღუდულ რაოდენობას სტუდენტური და გაცვლითი ვიზიტის აპლიკანტთათვის, რომელთაც უარი არ აქვთ მიღებული ვიზაზე ბოლო 6 თვის განმავლობაში და რომელთა მგზავრობის მიზანი არის სწავლის დაწყება ან გაგრძელება აშშ-ში დასაბუთებული სწავლისთვის და რომელთა პროგრამის დაწყების თარიღი დაჩქარებული მოთხოვნის თარიღიდან 60 დღის ვადაშია.

ძირითადი დოკუმენტაცია:

  1. I-20 ორგინალი ფრომა ან DS-2019 რომელიც სწავლის დაწყების თარიღიდან 60 დღის ვადაშია
  2. SEVIS ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. (მოთხოვნის საფუძველზე)

 

განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე

საფეხური 1

გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი.

საფეხური 2

შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

საფეხური 3

გასაუბრება ონლაინ რეჟიმში უახლოეს შესაძლებელ დღეს დანიშნეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ ჯერ გასაუბრებაზე უნდა ჩაეწეროთ და შემდეგ შეგიძლიათ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნა. როდესაც გასაუბრებაზე ჩაეწერებით, ეკრანზე დაინახავთ შეტყობინებას, რომელიც გასაუბრების უახლოეს შესაძლებელ თარიღს გიჩვენებთ, რაც გადაუდებელ გასაუბრებასაც მოიცავს. შესაბამისად, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ არ არის გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნის საჭიროება, ვინაიდან უფრო ახლო თარიღები შევსებულია. თუ გადაუდებელი გასაუბრების მოთხოვნა გსურთ, ამის შემდეგ შეავსეთ გადაუდებელი გასაუბრების ფორმა ან დახმარებისთვის ქოლ ცენტრს დაუკავშირდით. გთხოვთ, აუცილებლად აღნიშნოთ აუცილებლობა, რომელიც თქვენი აზრით გადაუდებელი გასაუბრების უფლებას მოგცემთ. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ, დაელოდეთ საელჩოს პასუხს, რომელიც ელ.ფოსტაზე მოგივათ.

საფეხური 4

თუ საელჩო თქვენს მოთხოვნას მიიღებს, ელ. ფოსტაზე მიიღებთ წერილს გაფრთხილებით, რომ ჩაეწეროთ გადაუდებელ გასაუბრებაზე ონლაინ რეჟიმში. გაითვალისწინეთ, რომ ქოლ-ცენტრი ვერ ჩაგწერთ გადაუდებელ გასაუბრებაზე, მაგრამ აგენტებს შეუძლიათ დაგეხმარონ კითხვების შემთხვევაში. მას შემდეგ, რაც თქვენი მოთხოვნა სასწრაფო წესით გასაუბრების დანიშვნაზე დაკმაყოფილდა, თქვენ უნდა გააუქმოთ არსებული გასაუბრების დღე და დანიშნოთ ხელახლა, საელჩოს მიერ დადასტურებულ დღეს..თუ საელჩო არ მიიღებს თქვენს მოთხოვნას გადაუდებელ გასაუბრებაზე, ელ. ფოსტაზე მოგივათ შეტყობინება უარის შესახებ და თქვენ შეგინარჩუნდებათ არსებული გასაუბრება.

შენიშვნა: თქვენი მოთხოვნის მიღების დასტურის ან უარის წერილი მოგივათ მისამართიდან no-reply@ustraveldocs.com ელ. ფოსტის ზოგიერთი პროგრამა ფილტრავს უცნობ გამომგზავნებს სპამ- ან ნარჩენების (junk) საქაღალდეში. თუ არ მიგიღიათ შეტყობინება ელ. ფოსტაზე, მოძებნეთ იგი ნარჩენების (junk) და სპამ-საქაღლადეებში.

საფეხური 5

მიბრძანდით აშშ-ის საელჩოში თქვენი გასაუბრების დღესა და საათზე. თან უნდა იქონიოთ თქვენი გასაუბრების დანიშვნის წერილის ამობეჭდილი ასლი, თქვენი ფორმა DS-160-ის დასტურის ფურცელი, ბოლო ექვსი თვის მანძილზე გადაღებული ერთი ფოტოსურათი, თქვენი ახლანდელი და ყველა ძველი პასპორტი და სავიზო მოსაკრებლის გადახდის ქვითრის ორიგინალი. განაცხადი, რომელიც ყველა აღნიშნულ დოკუმენტს არ შეიცავს, არ მიიღება.