უარი განაცხადზე ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

უარი 221 (გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, ნიშნავს, რომ განაცხადს  აკლია მნიშვნელოვანი ინფორმაცია ან მოითხოვს დამატებით ადმინისტრაციულ დამუშავებას. საკონსულო ოფიცერი, ვისთანაც გაქვთ სავიზო ინტერვიუ, გასაუბრების ბოლოს გაცნობებთ, თუ თქვენი საქმე უარყოფილია ემიგრაციისა და მოქალაქეობის შესახებ კანონის 221 (გ) პუნქტის შესაბამისად. საკონსულო ოფიცერი ან შეგატყობინებთ, რომ საქმე მოითხოვს დამატებით განხილვას და უნდა გაიაროს ადმინისტრაციული პროცესი, ან მოგთხოვთ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას.

თუ თქვენგან დამატებითი ინფორმაციაა საჭირო, საკონსულო ოფიცერი გეტყვით, თუ როგორ უნდა მიაწოდოთ ეს ინფორმაცია. როდესაც თქვენი სავიზო განაცხადს უარი ეთქვა 221 (გ) პუნქტის შესაბამისად, თქვენ გადმოგეცემათ წერილი, რომელიც გამცნობთ უარს მიზეზს და ამ თარიღიდან 12 თვე მოგეცემათ მოთხოვნილი დოკუმენტების წარსადგენად, ახალი სავიზო მოსაკრებლის გადახდის გარეშე. თუ არ წარუდგენთ მოთხოვნილ დოკუმენტებს ერთი წლის განმავლობაში, თქვენი განაცხადი შესაძლებელია შეწყდეს INA- ს 203(გ)-ე პუნქტის შესაბამისად.

თუ საელჩომ თქვენგან მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია ან დოკუმენტაცია, თქვენ უნდა წარუდგინოთ ეს დოკუმენტები TNT Express ოფისს, დოკუმენტების შეგროვების განყოფილებაში. ამ ვებ – გვერდზე აღწერილია, თუ როგორ უნდა წარუდგინოთ საელჩოს მოთხოვნილი დოკუმენტები.

სხვა ინფორმაცია

ზოგიერთ სავიზო განაცხადზე შესაძლოა უარი გეთქვათ 221 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის შესაბამისად, რადგან საჭიროა შემდგომი ადმინისტრაციული  დამუშავება. საკონსულო ოფიცერი, ვისთანაც გაივლით ინტერვიუს,  გასაუბრების ბოლოს გაცნობებთ,  თუ თქვენი საქმე უარყოფილია 221 (გ) პუნქტით და სავიზო განაცხადი მოითხოვს ადმინისტრაციულ პროცესს.  ადმინისტრაციული დამუშავების ხანგრძლივობა განსხვავდება თითოეული საქმის ინდივიდუალური გარემოების მიხედვით.

გარდა გადაუდებელი ვიზიტებისა(მაგ: სერიოზული დაავადება, დაზიანება ან ოჯახის წევრის გარდაცვალება), ადმინისტრაციულ პროცესთან დაკავშირებით კითხვების დასმამდე, განმცხადებელი ვალდებულია დაელოდოს არანაკლებ 180 დღეს გასაუბრების თარიღიდან ან დამატებითი დოკუმენტების წარდგენიდან.

თუ თქვენი განაცხადი ეხება საიმიგრაციო საქმეს, რომლიც უარყოფილია საიმიგრაციო და მოქალაქეობის შესახებ კანონის (INA) 221 (g) ქვეპუნქტით, თქვენი საიმიგრაციო სავიზო განაცხადის სტატუსი ინტერნეტით შეგიძლიათ შეამოწმოთ აქ , თქვენი ინტერვიუს ადგილმდებარეობისა და თქვენი საქმის ნომრის მითითებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი საქმე უარყოფითი სტატუსით დარჩება იქამდე, სანამ საკონსულო ოფიცერი ვერ დარწმუნდება, რომ ვიზის მიღების უფლება გაქვთ.