მიმართეთ აშშ-ს ვიზას | ბანკის მისამართები - საქართველოს (ქართული)

ბანკის მისამართები

ამ გვერდზე:

ზოგადი მიმოხილვა

არასაიმიგრაციო ვიზაზე ნებისმიერ განმცხადებელს ნაღდი ანგარიშსწორებით სავიზო მოსაკრებლის გადახდა საქართველოს ბანკის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია. ბანკში წასვლამდე თქვენ უნდა ამობეჭდოთ და თან იქონიოთ აშშ-ს სავიზო მოსაკრებლის ბარათი, რომელიც ამ ვებ-გვერდზე არის ხელმისაწვდომი. სავიზო მოსაკრებლის ნაღდი ანგარიშსწორებით გადახდის დროს ბანკში წარადგინეთ შევსებული სავიზო მოსაკრებლის ბარათი და პასპორტი. ზუსტად გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებლის ბარათზე მითითებული თანხა. მოსაკრებლის გადახდისთანავე ბანკი გადმოგცემთ ქვითარს. ვებ-გვერდის საშუალებით მიღებული სავიზო მოსაკრებლის ბარათის წარდგენის გარეშე ბანკი არ მიიღებს მოსაკრებელს. სავიზო განაცხადის შეტანის და გასაუბრების დანიშვნის პროცესის დროს განმცხადებლის მიერ ვიზის კატეგორიის არასწორად მითითება შესაბამისად გამოიწვევს ბარათზე არასწორი სავიზო მოსაკრებლის ასახვას. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასწორად გადახდილი მოსაკრებლის შემთხვევაში თანხა არ ანაზღაურდება და განმცხადებელს ხელახლა მოუწევს სწორი მოსაკრებლის გადახდა. მოსაკრებელი არ ექვემდებარება აზრაურებას გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეცდომა ბანკის მიერ იყო დაშვებული.

მისამართები

საქართველოს ბანკის მისამართების სანახავად, დააწკაპუნეთ აქ.