უვიზო პროგრამა

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

უვიზო პროგრამა (VWP) უფლებას აძლევს გარკვეული ქვეყნების მოქალაქეებს ტურისტული და საქმიანი მიზნებით (სტუმრის ვიზა) 90 დღით ან ნაკლები დროით, ვიზის გარეშე იმოგზაურონ ამერიკის შეერთებულ შტატებში. უვიზო პროგრამაში ყველა ქვეყანა არ მონაწილეობს, ხოლო უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან ყველა მოგზაურს არა აქვს მისი გამოყენების უფლება. მოგზაურებს უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან, მოეთხოვებათ ავტორიზაციაზე განაცხადის შეტანა მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) საშუალებით, ისინი მოწმდებიან შეერთებული შტატების გამშვებ პუნქტზე და შეჰყავთ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის US-VISIT პროგრამაში.

წევრი ქვეყნები *

 

ავსტრალია
ავსტრია
ანდორა
ახალი ზელანდია
ბელგია
ბრუნეი
გაერთიანებული სამეფო
გერმანია
დანია
ესპანეთი
ესტონეთი
იაპონია
ირლანდია
ისლანდია
იტალია
ისრაელი
კორეის რესპუბლიკა
ლატვია
ლიტვა
ლიხტენშტაინი
ლუქსემბურგი
მალტა
მონაკო
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
საბერძნეთი
სან მარინო
საფრანგეთი
სინგაპური
სლოვაკეთი
სლოვენია
ტაივანი
უნგრეთი
ფინეთი
შვედეთი
შვეიცარია
ჩეხეთის რესპუბლიკა
ჩილე
ხორვატია

 

წევრი ქვეყნების ქვეშევრდომებს შეუძლიათ მოგზაურობა ტურისტული და საქმიანი ვიზის გარეშე, 90 დღით ან ნაკლები დროით, იმ შემთხვევაში, თუ შემდეგ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ::

  • ფლობენ პასპორტს ინტეგრირებული ჩიპით (e-პასპორტი)
  • დარეგისტრირდებიან ონლაინ რეჟიმში, მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემის (ESTA) საშუალებით.
  • აკმაყოფილებენ VWP-ის სტანდარტულ პირობებს, რომლებიც ქვემოთ არის მოცემული

კანადის, მექსიკის და ბერმუდის ბრიტანეთის ოკეანის მიღმა ტერიტორიის მოქალაქეებს, გთხოვთ ეწვიოთ სახელმწიფო დეპარტამენტის მოგზაურობის ვებსაიტს.

* პატივისცემით ყველა "ქვეყნისა" ან "ქვეყნების" მიმართ ამ გვერდზე, უნდა აღინიშნოს, რომ ტაივანის ურთიერთობების აქტი 1979, Pub. L. No. 96-8, სეგმენტი 4(b)(1), გამოყოფს, რომ "როგორც კი შეერთებული შტატების კანონი მიმართავს ან კავშირს ამყარებს უცხო ქვეყნებთან, ერებთან, სახელმწიფოებთან, მთავრობებთან ან მსგავს ორგანიზაციებთან. მსგავსი ვადები უნდა შეიცავდეს და მსგავსი კანონები უნდა ვრცელდებოდეს ტაივანზე". 22 U.S.C. § 3303(b)(1) შესაბამისად, Visa Waiver პროგრამაში შემავალ “ქვეყანას” თუ “ქვეყნებს” სეგმენტი 217 of the Immigration and Nationality Act, 8 U.S.C. 1187 ეუწყებათ ტაივანის გათვალისწინება. ეს თანხმობაშია შეერთებული შტატების one-China პოლიტიკასთან, რის საფუძველზეც, შეერთებული შტატები ინარჩუნებს არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანთან, 1979 წლიდან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

უვიზო პროგრამით მონაწილე მოგზაურმა ამერიკაში შესვლისთვის უნდა იცოდეს:

  • იყოსზემოთჩამოთვლილთაგანერთ-ერთიქვეყნისმოქალაქედაფლობდეს VWP-ისშესატყვისპასპორტს
  • ფლობდეს ESTA-სნებართვას
  • აშშ-ში 90 დღითანნაკლებიდროითაპირებდესდარჩენას
  • გამგზავრების გეგმა:
    ა. საქმიანი - მიზანი გამგზავრებისთვის წარმოადგენს, კონსულტაციასსაქმიანპარტნიორთან, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, პროფესიულანსაქმიანშეხვედრა/კონფერენციებზე დასწრებას, ქონებრივისაკითხებისმოგვარებას ანსახელშეკრულებომოლაპარაკებების წარმოებას.
    ბ. ტურისტული/დასვენება - მიზანი გამგზავრებისთვის წარმოადგენს რეკრეაციულიხასიათისმოგზაურობებს, მათშორისაა, ტურიზმი, დასვენება (შვებულება), გართობა, მეგობრებისანნათესავებისმონახულება, მკურნალობადაძმური საქმიანობები, სოციალურისაქმიანობა ან საქმიანობა ბუნებისათვის, მუსიკალურ, სპორტულ და სხვა საკონკურსო ღონისძიებებში მონაწილეობა, რომლებიც არ ექვემდებარება დაჯილდოვებას.
    გ. ტრანზიტული - თუ თქვენ თქვენი მოგზაურობის დროს გაივლით ამერიკის შეერთებულ შტატებს.

ხოლო თუ აშშ-ში საჰაერო ან საზღვაო გზით ჩადის, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგს:

  • ჰქონდეს უკან დასაბრუნებელი ან გზის გასაგრძელებელი ბილეთი. თუ ელექტრონული ბილეთით მოგზაურობს, საიმიგრაციო ინსპექტორს უნდა წარუდგინოს მარშრუტის ასლი. მოგზაურები გზის გასაგრძელებელი ბილეთით, რომელიც მექსიკაში, კანადაში, ბერმუდაზე ან კარიბის კუნძულებზე სრულდება, ამ ქვეყნების ლეგალური რეზიდენტები უნდა იყვნენ.
  • ჩავიდეს შეერთებულ შტატებში საჰაერო ან საზღვაო სატრანსპორტო საშუალებით, რომელიც თანახმაა პროგრამაში მონაწილეობაზე. აქ შედის აშშ-ის კორპორაციის თვითმფრინავი, რომელმაც შეთანხმება გააფორმა ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტთან, უვიზო პროგრამის ფარგლებში მგზავრების გადაყვანაზე.

კანადიდან ან მექსიკიდან აშშ-ში სახმელეთო გზით ჩასვლის შემთხვევაში, მოთხოვნები დოკუმენტაციის მხრივ იგივეა, გარდა იმისა, რომ არ არის საჭირო ორმხრივი ბილეთი და ხელისმომწერი გადამყვანი. თქვენ უნდა დაუმტკიცოთ ინსპექციის მოხელეს, რომ გაგაჩნიათ აშშ-ში თქვენი ყოფნის პერიოდში თავის სარჩენი და გასამგზავრებელი ფულადი სახსრები.

მოგზაურობის ავტორიზაციის ელექტრონული სისტემა (ESTA)

2016 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, მას ვისაც შეუძლია შეერთებულ შტატებში უვიზო პროგრამის ფარგლებში გამგზავრება, უნდა ქონდეს მოქმედი ელექტრონული პასპორტი.  აღნიშნული წესი ეხება მათაც, ვისაც უკვე აქვს მოქმედი ელექტრონული სისტემით მოგზაურის ავტორიზაცია (ESTA). ელექტრონულ პასპორტს ყდაზე გამოსახული აქვს ეს სიმბოლო:

მოგზაურებმა შემდეგ კატეგორიებში უნდა მიიღონ ვიზა შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე, რადგან მათ აღარ აქვთ უფლება იმოგზაურონ უვიზო პროგრამის (VWP) ფარგლებში:

  • VWP-ის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც იმოგზაურეს ან ნამყოფები არიან კორეის სახალხო დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ირანში, ერაყში, ლიბიაში, სომალიში, სუდანში, სირიაში ან იემენში 2011 წლის 1 მარტს ან მის შემდეგ (შეზღუდული გამონაკლისის გარდა დიპლომატიური ან სამხედრო მიზნებისთვის მოგზაურობის VWP ქვეყნის სამსახურში).
  • VWP-ის ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც იმოგზაურეს ან ნამყოფები არიან კუბაში 2021 წლის 12 იანვარს ან მის შემდეგ (შეზღუდული გამონაკლისის გარდა დიპლომატიური ან სამხედრო მიზნებისთვის მოგზაურობის VWP ქვეყნის სამსახურში).
  • VWP ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც ასევე არიან კუბის, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის, ირანის, ერაყის, სუდანის ან სირიის მოქალაქეები.

აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება VWP-ის იმ მოგზაურებს, ვისი ყოფნაც აღნიშნულ ქვეყნებში განპირობებული იყო VWP-ის ქვეყნების შეიარღებულ ძალებში სამხედრო სამსახურით, ან ასრულებდა VWP-ის ქვეყნის მთავრობის თანამშრომლის სამსახურებრივ მოვალეობას.

უსაფრთხოების მდივანმა შესაძლოა უარი თქვას ამ VWP შეზღუდვაზე, თუ იგი დაადგენს, რომ ასეთი უარი სამართლებრივად იძულებით ხასიათს ატარებს ან ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების ინტერესებს.  ასეთ პირებს მიეცემათ შესვლის უფლება მხოლოდ მათი საქმის ინდივიდუალურად განხილვის საფუძველზე.  ზოგადად, ასეთი მოგზაურების კატეგორია, ვისაც შეიძლება მიენიჭოს უვიზო შესვლის უფლება, მოიცავს:

  • პირებს, ვინც იმოგზაურა ერაყში, ირანში, სირიაში, ჩრდილოეთ კორეა, სუდანში, ლიბიაში, სომალში და/ან იემენში საერთაშორისო, რეგიონალური ორგანიზაციის, ან ადგილობრივი მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლის სახელით.
  • პირებს, ვინც იმოგზაურა ერაყში, ირანში, სირიაში, ჩრდილოეთ კორეა,  სუდანში, ლიბიაში, სომალში და/ან იემენში ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციების (NGO) სახელით; და
  • პირებს, ვინც იმოგზაურა ერაყში, ირანში, სირიაში, ჩრდილოეთ კორეა, სუდანში, ლიბიაში, სომალში და/ან იემენში როგორც ჟურნალისტმა ანგარიშის მომზადების მიზნით.
  • პირებს, ვინც იმოგზაურა ირანში ლეგალური ბიზნესის წარმოების მიზნით „ერთობლივ კომპლექსურ სამოქმედო გეგმის“ ფარგლებში (14 ივლისი, 2015); და
  • პირებს, ვინც იმოგზაურა ირანში ლეგალურ ბიზნესთან დაკავშირებული მიზნებისთვის.

ხელმისაწვდომია ESTA-ს განახლებული განაცხადის ფორმა.  ახალი ფორმა მოიცავს დამატებით კითხვებს, რის საფუძველზეც აქტში უნდა მოხდეს ახალი მოგზაურობის მოთხოვნის მართებულობის განსაზღვრა. ჩვენ მოვუწოდებთ მოგზაურებს ვინც ESTA მიღებით  არის დაინტერესებული, ისარგებლოს გაუმჯობესებული სისტემით, რომელიც დაეხმარება მათ ინდივიდუალური მოთხოვნების განსაზღვრაში პოტენციურად უვიზო მიმოსვლის მიღების კუთხით. უვიზო მიმოსვლის მოთხოვნის შემთხვევაში არ არსებობს ცალკე განაცხადი.               

მიმდინარე ESTA მფლობელებმა უნდა შეამოწმონ მათი ESTA სტატუსი გამგზავრებამდე CBP-ს ვებგვერდზე, https://esta.cbp.dhs.gov/esta/.

პასპორტის მოთხოვნები

უვიზო პროგრამით ყველა მოგზაურმა, ასაკის და პასპორტის ტიპის მიუხედავად, ელექტრონულად წაკითხვადი პასპორტი უნდა წარმოადგინოს. გარდა ამისა, იმის მიხედვით, თუ როდის გაიცა უვიზო პროგრამით სამოგზაურო პასპორტები, მოთხოვნები იცვლება:

  • ელექტრონულად წაკითხვად პასპორტებს, რომლებიც გაიცა ან განახლდა/გაგრძელდა 2006 წლის 26 ოქტომბერს ან შემდეგ, სჭირდება ინტეგრირებული ჩიპი მონაცემთა გვერდის ინფორმაციით (e-პასპორტი).
  • ელექტრონულად წაკითხვად პასპორტებს, რომლებიც გაიცა ან განახლდა/გაგრძელდა 2005 წლის 26 ოქტომბერსა და 2006 წლის 25 ოქტომბერს შორის, სჭირდება მონაცემთა გვერდზე დაბეჭდილი ციფრული ფოტოსურათი.
  • ელექტრონულად წაკითხვადი პასპორტებისთვის, რომლებიც გაიცა ან განახლდა/გაგრძელდა 2005 წლის 26 ოქტომბრამდე, დამატებითი მოთხოვნები არ არსებობს.

პასპორტის მოქმედების ვადა: აშშ-ში ჩამსვლელებს მოეთხოვებათ, იქონიონ პასპორტი, რომელიც აშშ-ში ყოფნის განზრახული პერიოდის შემდეგ კიდევ ექვსი თვე იქნება ძალაში. ექვსი თვის კლუბის განახლებაში შემავალი ქვეყნების მოქალაქეები ექვსი თვის წესისგან თავისუფლდებიან და მხოლოდ აშშ-ში ყოფნის მათ მიერ განზრახული პერიოდის მანძილზე მოქმედი პასპორტი სჭირდებათ. თუ ვიზის გარეშე მოგზაურობთ, უვიზო პროგრამის ფარგლებში, თქვენი პასპორტი, სულ მცირე, 90 დღის მანძილზე უნდა იყოს ძალაში. თუ თქვენი პასპორტი არ მოქმედებს 90 დღის მანძილზე, აშშ-ის ტერიტორიაზე თქვენი პასპორტის ვადის ამოწურვის თარიღამდე შეძლებთ დარჩენას.

თუ უვიზო პროგრამის მონაწილე ქვეყნიდან ხართ და თქვენი პასპორტი ამ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, დაგჭირდებათ ახალი, უვიზო პროგრამის შესაბამისი პასპორტის აღება თქვენი ქვეყნის საპასპორტო სამსახურში. სხვაგვარად უვიზო პროგრამით ვერ იმოგზაურებთ და აშშ-ში ჩასასვლელად მოგიწევთ ვიზის აღება თქვენი მოქმედი პასპორტით.

შესაბამისობის კრიტერიუმები

ზოგიერთ მოგზაურს არა აქვს აშშ-ში ვიზის გარეშე, უვიზო პროგრამით ჩასვლის უფლება. ეს ეხება პირებს, რომლებიც დაკავებულები იყვნენ, თუნდაც დაკავების შედეგად სისხლის სამართლის საქმე არ იყოს აღძრული, კრიმინალური წარსულის მქონე პირებს (თუნდაც შეწყალების, ამნისტიის ან სხვა აქტით იყვნენ განთავისუფლებულნი), მძიმე გადამდები დაავადებების მქონე პირებს, ისინი, ვისაც უარი ეთქვა აშშ-ში შესვლაზე, დეპორტირებულნი იყვნენ იქიდან ან წარსულში უვიზო პროგრამით დარჩენის პერიოდს გადააჭარბეს. ასეთმა პირებმა ვიზაზე უნდა შეიტანონ განაცხადი. თუ ვიზის გარეშე მოგზაურობას შეეცდებიან, შესაძლებელია უარი ეთქვათ აშშ-ში შესვლაზე.

უვიზო რეჟიმის პროგრამის  (VWP) გაუმჯობესებისა და ტერორისტების მოგზაურობის პრევენციული 2015 წ.  აქტის ფარგლებში,  ის, ვინც იმოგზაურა ან ნამყოფია ირანი, ერაყი, ლიბია, სომალი, სუდანი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, და იემენი 2011 წ. 1 მარტს ან მას შემდეგ (მცირე გამონაკლისის გარდა, ვინც იმყოფებოდა დიპლომატიური  მისიით ან სამხედრო სამუშაოზე უვიზო რეჟიმის პროგრამის ქვეყანაში), ან  მოგზაურებს , რომლებიც ასევე ირანის, ერაყის, სუდანის ან სირიის მოქალაქეები არიან, აღარ აქვთ უფლება უვიზო რეჟიმის პროგრამის ფარგლებში იმგზავროს. უვიზო რეჟიმის პროგრამის გაუმჯობესებისა და ტერორისტების მოგზაურობის პრევენციული 2015 წლის აქტის ფარგლებში,  ცვლილებების შესახებ, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-საიტს: http://www.cbp.gov/travel/international-visitors/visa-waiver-program.

მოგზაურებს საგზაო მოძრაობის წესების უმნიშვნელო დარღვევებით, რომელთაც შედეგად არ მოჰყოლია დაკავება და/ან საქმის აღძვრა დარღვევის გამო, შეუძლიათ ვიზის გარეშე იმოგზაურონ, თუ სხვა მხრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. თუ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა თქვენი აშშ-ში ყოფნის დროს მოხდა და გადაუხდელი გაქვთ ჯარიმა ან არ დაესწარით სასამართლო მოსმენას, შესაძლებელია გაიცეს ორდერი თქვენს დაკავებაზე, რის გამოც პრობლემები შეგექმნებათ აშშ-ის ტერიტორიაზე დაშვებაზე განაცხადის შეტანისას. ამიტომ, უნდა დაუკავშირდეთ სასამართლოს, სადაც უნდა გამოცხადებულიყავით, რათა პრობლემა მოგზაურობამდე მოაგვაროთ. თუ არ იცით სასამართლოს მისამართი, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში, საიტზე: www.refdesk.com.

უვიზოდ მოგზაურობა არ ვრცელდება სასწავლებლად და სამუშაოდ მიმავალ პირებზე ან მათზე, ვინც აშშ-ში 90 დღეზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, აგრეთვე, მათზე, ვინც ვარაუდობს, რომ შეიცვლიან სტატუსს (ტურისტულიდან სტუდენტურზე, და სხვა) აშშ-ში მოხვედრის შემდეგ. ასეთ მოგზაურებს ვიზა სჭირდებათ. თუ საიმიგრაციო მოხელე ჩათვლის, რომ უვიზოდ მოგზაურობის მსურველი მიდის სასწავლებლად, სამუშაოდ ან 90 დღეზე მეტ ხანს აპირებს დარჩენას, იგი უარს ეტყვის გაშვებაზე.

უარი ESTA-დან

პირებს, რომლებმაც ESTA-დან უარი მიიღეს, არ შეუძლიათ უვიზო პროგრამით მოგზაურობა. გთხოვთ, გამგზავრებამდე ვიზაზე შეიტანოთ განაცხადი.

აპლიკანტები კანადიდან, მექსიკიდან და ბერმუდიდან

კანადა, მექსიკა და ბერმუდი არ არიან Visa Waiver პროგრამის წევრები. საიმიგრაციო და ეროვნული აქტი შეიცავს სხვა პროვიზიებს უვიზოდ მოგზაურობისთვის კანადისა და ბერმუდის მოქალაქეთათვის. იხილეთ კანადისადაბერმუდისმოქალაქეები. გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ არიან Visa Waiver პროგრამის მონაწილენი, VWP მოთხოვნები მანქანა-წაკითხვადი ან ბიომეტრიული პასპორტები არ ვრცელდება კანადის, მექსიკის ან ბერმუდის მოქალაქეებზე. აგრეთვე, უნდა აღინიშნოს, რომ კანადისა და ბერმუდის ზოგიერთ მოქალაქეს მოეთხოვება არასაიმიგრაციო ვიზა.

დამატებითი ინფორმაცია

დეტალური ინფორმაცია უვიზო პროგრამის შესახებ იხილეთ სახელმწიფო დეპარტამენტის ვებსაიტზე.
მნიშვნელოვანია გაეცნოთ ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტის გაფრთხილებას მესამე მხარის ESTA-ზე განაცხადის არაავტორიზებული ვებსაიტების შესახებ.

მოგზაურობის ელექტრონული სისტემის ავტორიზაციის შესახებ კითხვებით ნუ მიმართავთ საელჩოს ან ჩვენს ქოლ - ცენტრს.

ეს პროცესი განთავსებულია ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტში. ESTA პროცესის შესახებ ნებისმიერი კითხვა უნდა გააგზავნოთ ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტში.