ვიზაზე განაცხადის შეტანა გასაუბრების გარეშე

ამ გვერდზე:


მიმოხილვა

კონკრეტული საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში განმცხადებელს გასაუბრების გარეშე შეუძლია ვიზის მიღება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ალტერნატივა ვრცელდება მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებსა და მობინადრეებზე (რეზიდენტებზე). საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებმა (რეზიდენტებმა) , სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინონ ბინადრობის მოწმობის ასლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ვიზის განაცხადისათვის აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; ვიზის განახლების მოთხოვნით შეგიძლიათ მოგვმართოთ იმ შემთხვევაში თუ:

  • თქვენ შეგაქვთ განაცხადი იმავე კატეგორიის ვიზაზე C1/D; F; M; ან აკადემიური J (ნიგერიის ან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეების გარდა); O; P; H1B ან H4; ან non-blanket L ვიზაზე და წინა ვიზის ვადის ამოწურვის გასვლიდან არ გასულა 48 თვე;
  • ფლობთ პასპორტს სადაც გაცემულია წინა ვიზა;
  • წინა ვიზის ანოტაციის ველში არ არის მითითებული ჩამოთვლილთაგან არცერთი: Waiver ან Clearance.

შენიშვნა:J1 საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო (SWT) პროგრამის განმცხადებლებს არ აქვთ უფლება შემოიტანონ ვიზაზე განაცხადი გასაუბრების გარეშე.

როგორ შევიტანოთ განაცხადი?

ნაბიჯი 1

შეავსეთ არასაიმიგრაციო ვიზის ელექტრონული განაცხადის (DS-160) ფორმა.

ნაბიჯი 2

გადაიხადეთ სავიზო მოსაკრებელი

ნაბიჯი 3

შექმენით პროფილი მითითებულ ვებგვერდზე. ონლაინ აპლიკაციის სისტემაში შესვლის შემდეგ აირჩიეთ „შეხვედრის დანიშვნა“. ვიზის განცხადების გასაუბრების გარეშე მიღებისთვის საჭირო პირობების გამოვლენის მიზნით უპასუხეთ შეკითხვებს. თუ გასაუბრებაზე უარის თქმის კვალიფიკაცია გაქვთ, მიიღებთ დამადასტურებელ წერილს დეტალური ინსტრუქციებით, თუ როგორ უნდა წარუდგინოთ თქვენი დოკუმენტები კურიერს.

ონლაინ რეგისტრაციისთვის დაგჭირდებათ სამი ინფორმაცია:

      • პასპორტის დეტალები
      • ქვითრის ნომერი
      • ათნიშნა (10) შტრიხკოდის ნომერი თქვენი DS-160 დასტურის გვერდიდან (ერთი გვერდი შტრიხკოდით)

ნაბიჯი 4

თქვენ უნდა წარადგინოთ თქვენი დოკუმენტები პირადად TNT ოფისში. თბილისში, დავით აღმაშენებლის გამზირის #25-ში TNT -ის ლოკაციაზე მომსახურეობა უფასოა . ნებისმიერი სხვა TNT ოფისის გამოყენება (ბათუმი, გორი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, თელავი) საბუთების წარდგენისას მოითხოვს დამატებით საფასურს. TNT თქვენს საბუთებს პირდაპირ თბილისში აშშ-ს საელჩოს გადასცემს. თქვენ უნდა მოგვაწოდოთ:

  • თქვენი საქართველოს ბინადრობის მოწმობის ასლი (ვინც განაცხადბს წარადგენს საქართველოს პასპორტის გარეშე);
  • გასაუბრების გარეშე ვიზის მიღების დამადასტურებელი წერილი (მიიღებთ ონლაინ განცხადების რეგისტრაციის დროს);
  • მოქმედი პასპორტი ( ასევეძველი პასპორტი, თუ მასში არის იმავე კატეგორიის აშშ-ს მოქმედი ვიზა, რომელზეც შეგაქვთ განაცხადი);
  • DS-160 დადასტურების გვერდი და სხვა საჭირო დოკუმენტები (დამოკიდებულია ვიზის კატეგორიაზე რომელზეც შეგაქვთ განაცხადი);
  • F და M ვიზის მისაღებად: ხელმოწერილი I-20 და მიმდინარე, არაოფიციალური ნიშნების ფურცელი თქვენი სასწავლებლიდან;
  • აკადემიური J ვიზებისთვის (საშუალო სკოლის და უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორები, მკვლევარები, მოკლევადიანი პროგრამების მკვლევარები ან სპეციალისტები): ხელმოწერილი DS-2019 ფორმის ორიგინალი;
  • O და P ვიზის შემთხვევაში: თქვენი შუამდგომლობის ასლი;
  • C1/D ვიზისათვის: მეზღვაურის წიგნაკი, მოწვევის წერილი თქვენი დამსაქმებლისგან და სამედიცინო შეფასების ფორმის წაკითხვადი ასლი, რომელშიც მითითებული იქნება : „აკმაყოფილებს სამუშაო მოთხოვნებს“;
  • H1B ვიზებისთვის: თქვენი დამტკიცებული პეტიცია (ფორმა I-129 ან ფორმა I-797);
  • Non-blanket L ვიზებისთვის: თქვენი დამტკიცებული პეტიცია (ფორმა I-129 ან ფორმა I-797).

თქვენ მიიღებთ გასაუბრების გარეშე ვიზის მიღების დამადასტურებელ წერილს თუ ონლაინ განცხადების მიღების სისტემის მე-7 საფეხურზე თქვენს პასუხებზე დაყრდნობით დადგინდება, რომ თქვენ უფლება გაქვთ გააკეთოთ სავიზო მოთხოვნა გასაუბრების გარეშე.

ნაბიჯი 5

განაცხადის პაკეტის მიღების შემდეგ, პერსონალური გასაუბრების გარეშე ვიზის გაცემასთან დაკავშრებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება საკონსულოს თანამშრომლის მიერ. ვიზის განაცხადის საქმისწარმოების დასრულების შემდეგ, პასპორტის მიღებასთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ: მისამართზე.

მეტი ინფორმაცია

აშშ-ს არასაიმიგრაციო ვიზაზე განცხადების შეტანა.