Сменить язык: Change to Russian
Change Language: Change to English
განაცხადი ამერიკის ვიზაზე
საქართველოში
განაცხადი გადაუდებელ გასაუბრებაზე
ამ გვერდზე:
ზოგადი ინფორმაცია
გთხოვთ, წაიკითხოთ ეს გვერდი მთლიანად, რათა დარწმუნდეთ, რომ თქვენს დაჩქარებული შეხვედრის მოთხოვნას აქვს საუკეთესო საფუძველი დამტკიცებისთვის.თქვენ უნდა გქონდეთ დოკუმენტური მტკიცებულება თქვენი მოგზაურობის გადაუდებელი ხასიათის დასადასტურებლად. თუ სავიზო გასაუბრების დროს აღმოჩნდება, რომ თქვენ არასწორად წარმოადგინეთ გადაუდებელი მოგზაურობის მიზეზები, ამგვარი ფაქტები დაფიქსირდება თქვენს საქმეში და შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს თქვენი სავიზო განაცხადის შედეგზე. განმცხადებლებს, რომლებსაც მიენიჭათ დაჩქარებული შეხვედრა, მაგრამ შემდგომში უარი ეთქვათ ვიზაზე ან გამოტოვებენ თავიანთ გასაუბრებას, არ ექნებათ უფლება მიიღონ სხვა დაჩქარებული შეხვედრა.
- დაჩქარებული მოთხოვნები, რომლებიც არ შეესაბამება ქვემოთ მოცემულ მითითებებს, იქნება უარყოფილი.
- დარწმუნდით, რომ აკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ მხოლოდ ერთი დაჩქარებული შეხვედრის მოთხოვნა.
თუ თქვენ გაქვთ გადაუდებელი შემთხვევა, რომელიც აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, შეგიძლიათ მიიღოთ დაჩქარებული შეხვედრის უფლება, ხელმისაწვდომობის მიხედვით. მოგზაურობა ქვემოთ მოყვანილი მიზეზების გამო, არ გაძლევთ დაჩქარებული შეხვედრის უფლებას თუ ისინი არ დამტკიცდება.
- ქორწინებები
- გამოსაშვები ცერემონიები
- ინგლისური ენის შესწავლის პროგრამები
- ყოველწლიური ბიზნეს, აკადემიური ან პროფესიული კონფერენციები
ზემოაღნიშნული მოგზაურობისთვის, გთხოვთ, წინასწარ დაგეგმოთ და დანიშნოთ სავიზო შეხვედრა. ჩვენ დაჟინებით გირჩევთ, ყოველდღიურად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით შეამოწმოთ ჩვენს ვებ-გვერდზე ახლად გახსნილი შეხვედრები. თუ თქვენი მოგზაურობა ნამდვილად გადაუდებელი ხასიათისაა, ახალი შეხვედრები იხსნება ყოველ კვირას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაჩქარებული შეხვედრისთვის
დაჩქარებული მოთხოვნები არასაიმიგრაციო ვიზაზე არის მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევებისთვის და უნდა აკმაყოფილებდეს ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ ან რამდენიმე კრიტერიუმს. დაჩქარებული შეხვედრები ტარდება ხელმისაწვდომობის მიხედვით. სავიზო გასაუბრებამდე შეძენილი ავიაბილეთების საფუძველზე დაჩქარებული შეხვედრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
თუ თქვენ ვერ აკმაყოფილებთ ქვემოთ მოცემული კატეგორიების მოთხოვნებს, თქვენი მოთხოვნა არ დამტკიცდება.
ამჟამად ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ დაჩქარებული შეხვედრისთვის მოთხოვნებს ჯგუფებისთვის ან საქმიანი მიზნით მოგზაურობისთვის. ჯგუფის წევრებმა უნდა შეამოწმონ ეს ვებ-გვერდი ახლად გახსნილი შეხვედრებისთვის ყოველდღიურად, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით და დარეგისტრირდნენ ინდივიდუალურად, როდესაც ახალი შეხვედრები გახდება ხელმისაწვდომი.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ მოითხოვოთ დაჩქარებული შეხვედრა
- თუ თქვენ, განმცხადებელს, გჭირდებათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან თან მიჰყვებით ნათესავს, რომელსაც არ შეუძლია მარტო გამგზავრება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად.
- o ეს არ ეხება შეერთებულ შტატებში ექიმებთან დაგეგმილ რუტინულ ვიზიტებს.
- თქვენი ოჯახის უახლოესი წევრის (დედა, მამა, ძმა, და, შვილი, ბებია-ბაბუა ან შვილიშვილის) დაკრძალვაზე დასასწრებად.
- თქვენ უნდა გამოცხადდეთ აშშ-ს სასამართლოში.
- სტუდენტები ან გაცვლითი პროგრამის მონაწილეები (მხოლოდ F, M, ან J ვიზები), რომლებიც აგრძელებენ სამაგისტრო პროგრამას. ინგლისური ენის შესწავლის პროგრამები არ არის დაშვებული.
- პროგრამა იწყება მომდევნო 60 დღეში, და
- არ მიგიღიათ უარი ვიზაზე ბოლო ექვსი თვის მანძილზე.
- თქვენ წინასწარ უნდა დაგეგმოთ და დანიშნოთ შეხვედრა F1 ვიზაზე. თუ თქვენ მოითხოვთ დაჩქარებულ შეხვედრას F1 ვიზაზე აგვისტოში, ჩვენ ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ის დამტკიცდება ძალიან მაღალი მოთხოვნის გამო. F1 ვიზა შეიძლება გაიცეს თქვენი პროგრამის დაწყებამდე 365 დღით ადრე, ხოლო თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ შეერთებულ შტატებში F ვიზით პროგრამის დაწყებამდე 30 დღით ადრე.
შენიშვნა: F, M და J ვიზის მფლობელებს, რომლებსაც სჭირდებათ ვიზის განახლება, ახლა შეუძლიათ ვიზაზე განაცხადის შეტანა გასაუბრების გარეშე. გთხოვთ, არ მოითხოვოთ დაჩქარებული შეხვედრა. გასაუბრების გარეშე განაცხადის შეტანის პროცედურა არ ვრცელდება J1 საზაფხულო სამუშაო და სამოგზაურო (SWT) პროგრამის განმცხადებლებზე.
ძირითადი დოკუმენტაცია დამტკიცებული კატეგორიებისთვის
გაითვალისწინეთ, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტი უნდა იყოს ოფიციალურად თარგმნილი ინგლისურ ენაზე
სასწრაფო სამედიცინო მოგზაურობა
- წერილი თქვენი ექიმისგან საქართველოში, რომელშიც აღწერილია სამედიცინო მდგომარეობა და ახსნილია, თუ რატომ გსურთ სამედიცინო დახმარების მიღება შეერთებულ შტატებში.
- შეერთებულ შტატებში მყოფი ექიმის ან საავადმყოფოს წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ ისინი მზად არიან განიხილონ ეს შემთხვევა და მითითებულია როგორც საწყისი, ასევე ნებისმიერი შემდგომი პოტენციური მკურნალობის სავარაუდო ღირებულება.
- მტკიცებულება, რომ შეგიძლიათ დაფაროთ მკურნალობის ღირებულება.
დაკრძალვა/გარდაცვალება
- წერილი დაკრძალვის ორგანიზატორისგან, რომელშიც აღნიშნულია საკონტაქტო ინფორმაცია, გარდაცვლილის მონაცემები და დაკრძალვის თარიღი.
- თქვენ ასევე უნდა წარმოადგინოთ მტკიცებულება, რომ გარდაცვლილი თქვენი უახლოესი ნათესავია.
სასამართლოში გამოჩენა
- საბუთი სასამართლოდან სადაც მითითებულია სხდომის თარიღი და მდებარეობა.
სტუდენტები და გაცვლითი პროგრამის მონაწილეები
მოქმედი სასწავლო პროგრამა იწყება შეერთებულ შტატებში 60 დღის განმავლობაში, როდესაც რეგულარული სავიზო შეხვედრა არ არის ხელმისაწვდომი. მხოლოდ განმცხადებლებისთვის, რომლებსაც არ მიუღიათ უარი ვიზაზე ბოლო ექვსი თვის განმავლობაში არცერთ აშშ-ს საელჩოში ან საკონსულოში.
ძირითადი დოკუმენტაცია:
- ორიგინალი ფორმა I-20 ან DS-2019, რომელშიც მითითებულია რომ სასწავლო პროგრამა იწყება 60 დღის განმავლობაში.
- SEVIS ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (თუ პროგრამა ითვალისწინებს).