ინფორმაცია საიმიგრაციო ვიზის თაობაზე

ამ გვერდზე:


ზოგადი მიმოხილვა

ზოგადად, პირს, რომელსაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირება სურს, საიმიგრაციო ვიზაზე განაცხადის შეტანამდე, უნდა მიიღოს აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) მიერ დამტკიცებული პეტიცია. პეტიციას აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ოფისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, წარადგენს სათანადო ცენზის მქონე ნათესავი ან პოტენციური დამქირავებელი. საიმიგრაციო პეტიციების წარდგენის შესახებ სპეციალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS) ვებსაიტზე. დამტკიცებული პეტიციის და განსაზღვრული პრიორიტეტის თარიღის (საჭიროების შემთხვევაში) მქონე პირს უფლება აქვს საიმიგრაციო ვიზაზე ან არასაიმიგრაციო K ვიზაზე შეიტანოს განაცხადი.

პეტიციები

აშშ-ის მოქალაქეებმა და ამჟამინდელმა მუდმივმა რეზიდენტებმა, რომელთაც სურთ პეტიცია გაუწიონ მათი მშობლის, მეუღლის ან არასრულწლოვანი შვილის იმიგრაციას, უნდა წარადგინონ I-130 პეტიცია აშშ-ს მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურში (USCIS). ოჯახზე დაფუძნებული პეტიციის წარდგენისთვის სწორი ადგილმდებარეობა აირჩიეთ აქ.

დამატებითი ინფორმაციისთვის, თუ როგორ უნდა შეიტანოთ ფორმა I-130 USCIS-ის ჩიკაგოს საფოსტო ყუთში, გთხოვთ, ეწვიოთ USCIS ვებგვერდს www.uscis.gov ან დაუკავშირდეთ USCIS-ს აშშ-ში ტელეფონის ნომერზე 1-800-375-5283.

USCIS საიმიგრაციო მოსაკრებელი

თუ გსურთ კანონიერი მუდმივი რეზიდენტის სტატუსით იმიგრირება შეერტებულ შტატებში და არ ხართ გათავისუფლებული ერთ-ერთი გამონაკლისით, ვალდებული ხართ გადაიხადოთ USCIS საემიგრაციო საფასური ონლაინ. ეს საფასური არ არის დაკავშირებული სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ საიმიგრაციო ვიზის განაცხადის საფასურთან. USCIS-ის ვებგვერდზე გადასასვლელად და მეტი ინფორმაციის გასაგებად აირჩიეთ USCIS საიმიგრაციო მოსაკრებელი.

განსაკუთრებული განაცხადი

2011 წლის 15 აგვისტოდან, პეტიციონერებს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი მდგომარეობა შეიძლება განსაკუთრებულად შეფასდეს, შეუძლიათ განაცხადის მიღების თხოვნით მიმართონ საკონსულო განყოფილებას. თითოეული მოთხოვნა ინდივიდუალურად განიხილება.

პეტიციონერი, რომელსაც ფორმა I-130-ის წარდგენა სურს, გამონაკლისის განხილვის თხოვნით უნდა დაუკავშირდეს საკონსულო განყოფილებას და დეტალებში გააცნოს გარემოებები. საკონსულო განყოფილება გამონაკლისის დაშვების თხოვნას გადააგზავნის აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახურის (USCIS), საელჩოზე მაღალი იურისდიქციის მქონე ადგილობრივ ოფისში. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური (USCIS) განსაზღვრავს, წარმოადგენს თუ არა შემთხვევა განსაკუთრებულ გარემოებას, რომელიც განაცხადის შეტანის ზოგადი პროცესიდან გამონაკლისის საფუძველს იძლევა. აშშ-ის მოქალაქეობის და იმიგრაციის სამსახური, საკუთარ ვებსაიტზე გამოაქვეყნებს სახელმძღვანელოს იმ გარემოებების შესახებ, რომლებიც შეიძლება განსაკუთრებულად ჩაითვალოს.

გასაუბრება საელჩოში

თუ გეცნობათ გასაუბრების თარიღი, საელჩოში უნდა გამოცხადდეთ თქვენი გასაუბრების დღეს. საკონსულოში უნდა მიხვიდეთ გასაუბრებამდე თხუთმეტი წუთით ადრე. გთხოვთ, გაეცნოთ საკონსულოში შეზღუდვებს უსაფრთხოების მიზნით, სადაც ახსნილია, რა შეგიძლიათ და რა არ შეგიძლიათ თან იქონიოთ გასაუბრებაზე. თან უნდა გქონდეთ წერილი გასაუბრების დანიშვნის შესახებ და თქვენი ვიზის კლასისთვის საჭირო.

თუ თქვენ გჭირდებათ ენის თარგმანი, გთხოვთ, მოიწვიოთ თქვენი საკუთარი თარჯიმანი, რომელიც გაგყვებათ გასაუბრებაზე. მთარგმნელებმა ასევე უნდა ისაუბრონ ინგლისურად. დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ამ გვერდს.